dropdown arrow

გესთჰაუსი

gesthausi

n.

guesthouse

tour. colloq.

მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო; 

  • ოჩამჩირეში გავხსენი გესთჰაუსი, რომელიც უმეტესად უცხოელებს მასპინძლობს; 
  • მაღალ მთაში დასვენების საუკეთესო ვარიანტი გესთჰაუსია

აფილირებული

apilirebuli

adj.

affiliated

ამა თუ იმ პირთან, ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, კომპანიასთან და მისთ. დაკავშირებული, შეერთებული.

  • ჯილდოს მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.
  • მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ სამართლის უზურპირება ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოქალაქის ბედს უკვე არა კანონი, არამედ პოლიტიკურად აფილირებული ჩინოვნიკი წყვეტს. 

ანტისაიმიგრაციო

ant'isaimigratsio

adj.

anti-immigration

polit.

მიმართული მიგრანტთა ჩამოსვლისა და ქვეყანაში დარჩენის საწინააღმდეგოდ. ხშირად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მიგრანტების მიმართ.

  • ივლისში ქართულ ულტრამემარჯვე დისკურსში თვალშისაცემი იყო ანტისაიმიგრაციო კამპანიის წარმოება, რომელიც ხასიათდებოდა ეთნონაციონალიზმით, რაც მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო პრორუსული ნარატივების გავრცელებასთანაც;

  • მართალია ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას ტურიზმის ნაკადის შემცირება მოყვა, მაგრამ ზოგადი ტენდენცია მაინც მზარდია;

  • დელაკური არ შეჩერდება სანამ არ მიიღებს ანტისაიმიგრაციო კანონებს. 

დალოგინება (<და>ლოგინდება)

dalogineba

v.

1. to log in; 2. (as a noun) log-in

comp. not-recomm.
  1. მომხმარებლის სახელითა და პაროლით შესვლა (შევა) საიტზე, სისტემაში და ა.შ.

    • მას შემდეგ რაც იუზერი დალოგინდება, შესაბამისად დაიწყება LaunchAgent-ების გაშვება;
    • გადმოვწერე ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელმაც  შესაძლებლობა მომცა, რომ მესარგებლა "გუგლის" პროდუქტებით, მაგრამ სადაც დავლოგინდი, მიჩვენა სხვა მოწყობილობის დალოგინება და არა ჩემი;
    • სისტემის უსაფრთხოების კონტროლი მოითხოვს ადმინისტრატორისგან შესაძლებლობას ნახოს, ვინ და საიდან დალოგინდა ან ვერ დალოგინდა სისტემაში;
    • ჩვენს მიერ დაწერილი სისტემის ბაზაზე აგებულ ერთ-ერთ საიტზე ტიპი ვერ ლოგინდებოდა და წიოკი აუტეხა იმათ საპორტს, ფულს რაში ვიხდიო;
  2. n. gram. mean. საიტზე, სისტემაში და ა.შ. შესვლა მომხმარებლის სახელითა და პაროლით;

    • შედი მობაილბანკზე და მიიღე პრიზის მოგების შანსი პირველივე დალოგინებაზე;
    • ... მაგრამ სადაც დავლოგინდი, მიჩვენა სხვა მოწყობილობის დალოგინება და არა ჩემი;
    • last ბრძანებას შეუძლია ასევე გაჩვენოთ დალოგინებების ისტორია დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
    • კონკრეტული იუზერის ბოლო დალოგინების მონაცემებს ნახავთ ბრძანებით, სადაც %username% რა თქმა უნდა კონკრეტული იუზერის სახელია.

აფილაცია

apilatsia

n.

affiliation

კავშირი ან ურთიერთობა კონკრეტულ პირთან, ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, კომპანიასთან და სხვა.

  • განცხადებაში "ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორს "ნაციონალური მოძრაობასთან" აფილაციაშიც ადანაშაულებს.
  • სანქციების საფრთხის გათვალისწინებით, კონგრესის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ ყოველწლიურ კონგრესთან აფილაცია თავიდან აირიდა.
  • კანდიდატის ინსტიტუციურ აფილაციად დასახელებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჟანგბადდამოკიდებული

zhangbaddamok'idebuli

adj.

oxygen-dependent,needing supplemental oxygen to breathe normally

med.

ნორმალურად სუნთქვისთვის ჟანგბადის მიწოდება რომ სჭირდება (ითქმის პაციენტის შესახებ);

  • ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონია აქვს, არის ჟანგბადდამოკიდებული;
  • ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატზე 23 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი გვყავს;
  • აღნიშნული პაციენტი ასაკოვანია და გარდა კოვიდინფექციისა, აქვს სხვა თანმდევი დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დაავადება, მძიმე ინტესიური პნევმონია და ამასთან არის ჟანგბადდამოკიდებული;
  • დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული – რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

ბრექსიტი

breksit'i

n.

Brexit

polit.

გაერთიანებული სამეფოს გამოსვლა ევროკავშირიდან;

  • როგორც ჩანს, ბრექსიტის შედეგები მალე დადგება როგორც ბრიტანული, ასევე ევროკავშირის ეკონომიკებისათვის, რაც სერიოზულ რყევებს, საზიანო ცვლილებებსა და დანაკარგს გულისხმობს ორივე მხარისათვის.

ანტიუკრაინული

ant'iuk'rainuli

adj.

anti-Ukrainian

polit.

რომელიც გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინის სახელმწიფოს, მისი ხელისუფლების, პოლიტიკასა ან საზოგადოებას მიმართ და მიზნად ისახავს უკრაინისადმი მტრულ განწყობათა გავრცელებასა და მის დისკრედიტაციას.

  • რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებში მიმდინარე პერმანენტულმა ანტიუკრაინულმა პროპაგანდამ კი აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობაც არსებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ შემოაბრუნა;

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარის ბრალდებები დაგეგმილი პროვოკაციაა, რომლის მიზანია რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერიის გაღღმავება, მობილიზაციისთვის საფუძვლის შექმნა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინის დისკრედიტაცია.

არავისტი

aravist'i

n.

nonpartisan individual, politically unaffiliated

polit.

არცერთი პოლიტიკური პარტიის ან იდეოლოგიის მომხრე, პოლიტიკურად ნეიტრალური პირი;

  • ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია არ მოსწონთ, არადა არავისტი ვარ;
  • ჟურნალისტი იმას ნიშნავს, რომ არავისტი არ უნდა იყოს.

ქოცი

kotsi

n.

member or supporter of the Georgian Dream ruling party

polit. depr.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ან მხარდამჭერი;

  • სანამ ქოცები და ნაცები პიარ პინგპონგით არიან გატაცებული, მსოფლიოში ბევრი რამ სწრაფად იცვლება;
  • ჯერ კიდევ შარშან ქოცებმა მიმართეს ნატოს ხელმძღვანელობას თხოვნით შეექმნათ რაიმე პროცესი, რომელსაც ხალხის თვალში ნატოსთან ურთიერთობაში მიღწეულ დიდ წარმატებად გაასაღებდნენ;
  • საქართველოს პარლამენტი "ქოცებისა" და "ნაცების" დანაშაულებრივი თანამშრომლობის ორგანოა.

ვეგანი

vegani

n.

vegan

food.

მკაცრი ვეგეტარიანელი, რომელიც არანაირ ცხოველურ პროდუქტს არ იყენებს არც საკვებად და არც სხვა რაიმე მიზნებისთვის; 

  • ვეგანობა და ვეგეტარიანული დიეტები სულ უფრო პოპულარული ხდება;
  • ბევრი ვეგანი ცხოვრობს ჰოლანდიაში, შვედეთში, დანიაში და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

გასანდოება (<გა>ასანდოებს)

gasandoeba

v.

to make a device trusted, to add a device as trusted (in order to log in without OTP)

comp.

მოწყობილობის (კომპიუტერის, მობილური ტელეფონის და მისთ.) მეშვეობით საიტზე შესვლის გამარტივება სპეციალური ოფციონის გააქტიურებით, რის შემდეგაც საიტზე შესასვლელად ერთჯერადი SMS-კოდის შეყვანა საჭირო აღარ არის (უპირატ. ონლაინ-ბანკინგის საიტებთან მიმართებაში);

  • მოწყობილობის გასანდოება. მოწყობილობის გასანდოების შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ შესვლისთვის კოდის გამოყენება. გსურს მოწყობილობის გასანდოება?
  • მოწყობილობის გასანდოება. გაასანდოე მოწყობილობა და შედი ინტერნეტ ბანკში მარტივად, SMS-კოდის მითითების გარეშე;
  • როგორ შემიძლია გავასანდოო მოწყობილობა და რას ნიშნავს ეს? — სანდო მოწყობილობიდან მობილბანკში შესვლას შეძლებ მარტივად, SMS-კოდის გარეშე და უფრო სწრაფად შეასრულებ გადახდებსა და გადარიცხვებს.

ნარკოდანაშაული

nark'odanashauli

n.

narco-crime, drug-related criminal activity

law.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებასთან, გაყიდვასთან ან გადაზიდვასთან დაკავშირებული დანაშაული; 

  • საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების საკითხზე;
  • სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აიყვანეს.

ტიტუშკა

t'it'ushk'a

n.

hired bully or provocateur (used by the government against opposition activists)

polit. depr.

ხელისუფლების მიერ დაქირავებული არაფორმალური დაჯგუფების წევრი, რომელსაც ოპონენტებზე, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე  და მისთ. ანგარიშსწორებისა და მათთვის პროვოკაციების მოწყობისათვის იყენებენ;

  • დღე არ გავა, ხელისუფლების დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“ რომელიმე აქტივისტს არ სცემონ;
  • მივხვდი, რომ ეს იყო მოგზავნილი ტიტუშკა, თორემ უბრალო გამვლელს რაში აინტერესებს, რა ინტერვიუს ვაძლევდი ტელევიზიას?

გრანტიჭამია

grant'ich'amia

adj.

grant-eater, individuals or organizations suspected of misusing grant funding

pejor.

პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევა, რომ არაკეთილსინდისიერად ან არამიზნობრივად იყენებს საგრანტო დაფინანსებას;

  • ამ საკითხზე ძირითადად ორი კატეგორია აქტიურობს: ლგბტ საზოგადოება და გრანტიჭამია არასამთავრობო სექტორი;

  • დაფინანსდნენ ისეთი მეცნიერები, გრანტიჭამია მეცნიერები, რომლებმაც შეჭამეს გრანტი და მაგიდაზე ცარიელი ფურცელი დადეს.

დაგულება (<და>აგულებს, <და>უგულებს)

daguleba

v.

to like (on a social media site, etc) by means of "heart" emoji

comp. sl.
  1. სოციალური ქსელის საიტზე და მისთ. მოწონება (<მო>იწონებს, <მო>უწონებს), „გულის“ ემოჯის გამოყენებით (პოსტისა, ვიდეოსი და ა.შ.);

    • მომავალი მოცეკვავე. არ დაიზაროთ დაგულება;
    • როგორც სხვა სფეროებშია. მაგალითად, როგორც პედაგოგებს უგდებენ რესურს-ცენტრები ლინკს, "დავაგულოთ" ჩვენი პრემიერ-მინისტრიო და ყველა შეესევა, როგორც ტროლები, ასევე უნდათ, კულტურის სფეროშიც იგივე იყოს;
    • ორსული ქეთა თოფურიასა და მისი ბოიფრენდის ახალ ფოტოზე, რომელიც რუსეთის ყვითელმა ინტერნეტ-გამოცემამ გამოაქვეყნა, გუფიმ დააგულა;
  2. n. gram. mean. მოწონება "გულის" ემოჯის გამოყენებით;

    • ინსტას ალგორითმა მითხრა, იმდენი დაგულება ჰქონდა ამ სთორსო, რომ აუცილებლად უნდა ატვირთო რილსადო.

ჰომოტრანსფობია

homot'ranspobia

n.

homotransphobia

gend. depr.

ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების სიძულვილი;

  • ანგარიშები ჰომოტრანსფობიისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.

ძალადობაგანცდილი

dzaladobagantsdili

adj.

abused, having experienced abuse or violence

societ.

ძალადობა რომ აქვს განცდილი, ძალადობის მსხვერპლი რომ ყოფილა;

  • პედაგოგებს ხშირად აქვთ შეხება ძალადობაგანცდილ / ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან;
  • ძალადობაგანცდილი პირებისთვის თავშესაფრების და შესაბამისი მომსახურების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალადობისგან თავის დაღწევა პრობლემიდან გამოსავალი არ არის;
  • გასაკვირი არც ის არის, რატომ უჭირთ, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობაგანცდილ ქალებს თავიანთი ცხოვრების შეცვლა.

პოლიტკორექტულობა

p'olit'k'orekt'uloba

n.

political correctness

polit. colloq.

  • ეს შეხვედრაც, ისევე როგორც უშუალოდ სემინარი, პოლიტკორექტულობის ფარგლებში წარიმართა;
  • თანამედროვე დასავლურ, ლიბერალურ ცივილიზაციას რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი აქვს, ერთ-ერთია: პოლიტკორექტულობა ყველგან და ყველაფერში.

წინასწარგანჭვრეტადობა

ts'inasts'arganch'vret'adoba

n.

predictability, foreseeability

form.

წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობა, პროგნოზირებადობა;

  • სისხლის სამართლის მოცემული დებულება არ შეესაბამებოდა კონვენციით მოთხოვნილ ხარისხს მის მკაფიოობასთან და შედეგების წინასწარგანჭვრეტადობასთან დაკავშირებით;
  •  მოცემული ნორმები არ აკმაყოფილებს კანონის წინასწარგანჭვრეტადობის მოთხოვნას.