dropdown arrow

ორგანაიზერი

organaizeri

n.

organizer

colloq.
  1. ჩანთა, კონტეინერი ან  საოფისე კარადა, რომელსაც მრავალი განყოფილება აქვს სხვადასხვა საჭირო ნივთის, ინსტრუმენტის და ა.შ. შესანახად;

    • ბევრი დასაკიდი ორგანაიზერი არსებობს საჭირო საგნების მოსახერხებლად შესანახად;
  2. ყოველდღიური ჩასანიშნი კალენდარ-დღიური;

  3. იშვ. ჯიბის კომპიუტერიზებული ელექტრომოწყობილობა, რომლის დახმარებითაც შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა, იმეილის გაგზავნა და ა.შ. არის შესაძლებელი ( chief. 1990-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში). 

ოდეერი

odeeri

n.

"officer of the active reserve", an undercover government agent working in an organization

polit. colloq.

მთავრობის საიდუმლო აგენტი ორგანიზაციაში;

  • ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა;
  • სააკაშვილის დროს, "ოდეერების" მომზადება და მათი გაკონტროლება ევალებოდა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
  • სამშაბათს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ე.წ. "ოდეერებთან" დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა;
  • მესამე სექტორი მთავრობას ე.წ ოდეერების ინსტიტუტის გაუქმებას ურჩევს.