ცისგენდერი
tsisgenderi
cisgender; not transgender
პირი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მის გენდერულ თვითიდენტიფიკაციას ემთხვევა; არატრანსგენდერი;
- ამტკიცებენ, რომ არ ყოფილა ტრანსგენდერი პირის თავდასხმის შემთხვევები ცისგენდერ ადამიანზე საჯარო საპირფარეშოში;
- ცისგენდერი: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირს, რომელსაც არ აქვს შეუთავსებლობა საკუთარ სქესთან;
- სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სხეულის გამო ადამიანის შერცხვენა იწვევს დეპრესიულ სიმპტომებს, ხოლო ტრანსი ქალები და კაცები ცისგენდერი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო ხშირად ხდებიან ამგვარი მოპყრობის [body shame] მსხვერპლნი;
- ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2010 წლის გენდერული თანასწორობის აქტი მოითხოვს ცისგენდერი და ტრანსგენდერი ქალების თანაბარ მოპყრობას.
ცივილური
tsiviluri
civil
-
ცივილიზებული; კულტურული;
- მივესალმებით [...] გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ცივილურ ფორმას და ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით;
- გაატარეთ დასვენების დღეები მხიარულად და ცივილურად. იმოგზაურეთ შორეულ წარსულში, დატკბით საქართველოს ბუნების თვალწარმტაცი ხედებით;
- ეს პრობლემა არის [...] ყველა იმ რეპუბლიკის და ქვეყნის პრობლემა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ცივილური, ნორმალური ერების კავშირისკენ ისწრაფვოდნენ;
- ამიტომ, თუ ალექსანდრე ანქვაბს ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი ენგურზე ვაჭრობას ცივილური ფორმები მისცეს, მან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს;
-
rar. სამოქალაქო; მოქალაქეობრივი;
- ცივილური საზოგადოება;
- (იგი), რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს "ცივილურსა" და "ცივილიზებულს";
- ... რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.
ციზგენდერი
tsizgenderi
cisgender; not transgender
იხ. ცისგენდერი.
ცნობადი
tsnobadi
famous, notable; readily recognizable
სახელგანთქმული, ცნობილი;
- ხელის მოწერაზე არცერთი პოლიტიკური ფიგურა და ცნობადი სახე არ იმყოფებოდა;
- ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი ცნობადი სახე და ხშირად ჩნდებოდა ისეთ სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა ...
- შენს ცხოვრებაში რამე შეიცვალა? – კი, უფრო ცნობადი გავხდი და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ამ პროექტში, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა;
- მათ გარდერობიდან აიღეს ყველაფერი რასაც ოდნავ ცნობადი ბრენდი მაინც ეწერა.