გესთჰაუსი
gesthausi
guesthouse
მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო;
- ოჩამჩირეში გავხსენი გესთჰაუსი, რომელიც უმეტესად უცხოელებს მასპინძლობს;
- მაღალ მთაში დასვენების საუკეთესო ვარიანტი გესთჰაუსია.
გასანდოება (<გა>ასანდოებს)
gasandoeba
to make a device trusted, to add a device as trusted (in order to log in without OTP)
მოწყობილობის (კომპიუტერის, მობილური ტელეფონის და მისთ.) მეშვეობით საიტზე შესვლის გამარტივება სპეციალური ოფციონის გააქტიურებით, რის შემდეგაც საიტზე შესასვლელად ერთჯერადი SMS-კოდის შეყვანა საჭირო აღარ არის (უპირატ. ონლაინ-ბანკინგის საიტებთან მიმართებაში);
- მოწყობილობის გასანდოება. მოწყობილობის გასანდოების შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ შესვლისთვის კოდის გამოყენება. გსურს მოწყობილობის გასანდოება?
- მოწყობილობის გასანდოება. გაასანდოე მოწყობილობა და შედი ინტერნეტ ბანკში მარტივად, SMS-კოდის მითითების გარეშე;
- როგორ შემიძლია გავასანდოო მოწყობილობა და რას ნიშნავს ეს? — სანდო მოწყობილობიდან მობილბანკში შესვლას შეძლებ მარტივად, SMS-კოდის გარეშე და უფრო სწრაფად შეასრულებ გადახდებსა და გადარიცხვებს.
გაშეარება (<გა>აშეარებს)
gasheareba
to share (on social media sites, etc)
პოსტის, სურათის, ვიდეოს და მისთ. გაზიარება სოციალური ქსელის ამა თუ იმ საიტზე;
- არანაირი აზრი არ აქვს, აქ ვიჯდე, სოციალურ ქსელებზე ახალ ამბებს ვაშეარებდეთ, ინფორმაცია მაგებინებდეს, რომ მეორე აფეთქება მოხდა ფუკუშიმას ატომურ სადგურზე და ვერაფერს ვაკეთებდე, არაფერი შემეძლოს და მხოლოდ მწუხარების განცდებით ვიყო შემოფარგლული;
- ეს კადრი თავად დიზაინერმაც გააშეარა.
გრანტიორი
grant'iori
grantee
პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გრანტის მიღების შემდეგ ახორციელებს განსაზღვრულ საქმიანობას მოპოვებული გრანტის პირობების შესაბამისად;
- საელჩოს გრანტიორი ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ საპატრიარქოსთან შეთანხმებასა და მისი მხარდაჭერის მოპოვებას;
- სემინარს განათლების თემაზე მომუშავე 12 ჟურნალისტი, ფონდის გრანტიორი ორგანიზაციები, პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
გრანტიჭამია
grant'ich'amia
grant-eater, individuals or organizations suspected of misusing grant funding
პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევა, რომ არაკეთილსინდისიერად ან არამიზნობრივად იყენებს საგრანტო დაფინანსებას;
- ამ საკითხზე ძირითადად ორი კატეგორია აქტიურობს: ლგბტ საზოგადოება და გრანტიჭამია არასამთავრობო სექტორი;
- დაფინანსდნენ ისეთი მეცნიერები, გრანტიჭამია მეცნიერები, რომლებმაც შეჭამეს გრანტი და მაგიდაზე ცარიელი ფურცელი დადეს.