ბლეფაროპლასტიკა
bleparop'last'ik'a
blepharoplasty
კოსმეტიკური ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ქუთუთოების დეფორმაციის კორექტირების მიზნით;
- ბლეფაროპლასტიკა ქუთუთოების კორექციაა, რომელიც სახეს ახალგაზრდობას უბრუნებს და დაღლილობის კვალს აქრობს.
ბახილები
bakhilebi
disposable shoe covers
pl პოლიეთილენის და მისთ. ერთჯერადი შალითა, რომელსაც სანიტარიულ-ჰიგიენური მიზნებით ფეხსაცმელებზე ზემოდან იცვამენ (უპირატ. აფთიაქებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში, სილამაზის სალონებში და მისთ. ვიზიტისას);
- უსაფრთხოების ზომებს ფაქტობრივად ვერ იცავენ, რადგან არა აქვთ საკმარისი რაოდენობის სპეცხალათი, ბახილები, ხელთათმანები და პირბადეები.
ბრექსიტი
breksit'i
Brexit
გაერთიანებული სამეფოს გამოსვლა ევროკავშირიდან;
- როგორც ჩანს, ბრექსიტის შედეგები მალე დადგება როგორც ბრიტანული, ასევე ევროკავშირის ეკონომიკებისათვის, რაც სერიოზულ რყევებს, საზიანო ცვლილებებსა და დანაკარგს გულისხმობს ორივე მხარისათვის.
ბიზნესვუმენი
biznesvumeni
businesswoman
ბიზნესმენი ქალი, მეწარმე ქალი;
- კამერონ დიასი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობი და ბიზნესვუმენია, ძალიან კარგად წერს;
- დღეს ის აღიარებული ბიზნესვუმენია და ბევრ ქალს მოტივაციას აძლევს.
- ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი-შოუს მონაწილეები, ბიზნესვუმენები, მეწარმეები და მილიონების მფლობელი ქალები არიან.
ბაუნსერი
baunseri
1. bouncer, doorman; 2. baby bouncer
-
ჩვილის ჩასაწვენი სარწეველა საწოლი ან სავარძელი ( als. baby bouncer, infant bouncer);
- მულტიფუნქციური ბაუნსერი ახალბედა მშობლებისთვის ნამდვილი შვება იქნება;
- სანამ თქვენ დაკავებული ხართ, მუსიკალური საქანელა-ბაუნსერი თქვენს შვილს დაარწევს და სასიამოვნო მელოდიებს მოასმენინებს;
- (იყიდება) ეტლები, ბაუნსერები, ჭოჭინები, აბაზანები, მანეჟები და სხვა მრავალი. ბრენდ მაღაზიის მისამართია: ქავთარაძის 1 სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი";
-
მთვრალების, დებოშიორების etc. გამძევებელი (ბარიდან, რესტორნიდან, დისკოთეკიდან);
- გვესაჭიროება ბაუნსერი, სიმაღლე 1.90 სმ, ათლეტური აღნაგობის, სპორტული გამოცდილების. 19:00-02:00, 6/1-ზე გრაფიკით. 1500 ლ;
- სასტუმროში გვესაჭიროება ბაუნსერი (უსაფრთხოება) 17:00-02:00 5 დღე/2 OFF, 1500 ლ. კვება; დაზღევა; ტრანსპორტირება.
ბლოკბასტერი
blok'bast'eri
blockbuster
უაღრესად პოპულარული და ფინანსურად წარმატებული ფილმი, წიგნი და ა.შ.;
- მსოფლიო აღიარება კრაიტონს 1993 წელს ეწვია, როდესაც ეკრანებზე გამოჩნდა ბლოკბასტერი მისი რომანის „იურული პერიოდის პარკის“ მიხედვით.
ბარიერგადალახული
bariergadalakhuli
Political parties or students who met the minimum threshold scores
-
polit. პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებში დააგროვა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხმების პროცენტული ზღვარი და რომელიც იღებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს პარლამენტში მანდატების განაწილებაში;
- ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ;
- პროპორციული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობის ზრდის გამო იცვლება ასევე 5% ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული მანდატების გამოთვლის ფორმულა.
-
educ. პირი, რომელმაც გადალახა განსაზღვრული მინიმალური ქულობრივი ბარიერი ან სტანდარტი და წარმატებით დაასრულა გამოსაცდელი ეტაპი;
- წამყვანის სტატუსის ბარიერგადალახულ პედაგოგს მიღებული შედეგი შეენახება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოცდაზე განმეორებით გასვლისას მინიმალურ ბარიერს ვეღარ გადალახავს;
- მინისტრის ბრძანებით რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ 5.2 ქულა მოსწავლე ბარიერგადალახულად ჩაითვლება.
ბონუსი
bonusi
bonus, premium
-
კომერც. პრემია, შრომის ანაზღაურების დამატებითი თანხა (საჩუქრად ან კარგი მუშაობის დასაფასებლად გაცემული);
- ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბონუსის სახით 100 000 ლარი მიიღო;
- „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ თანამშრომლებზე ბონუსის სახით 1,1 მლნ. ლარი გასცა;
- Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1000 ევროს გადაუხდის;
-
დამატებითი სარგებელი ან ჯილდო; რისამე დადებითი მხარე;
- აპლიკაციის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ თანხის ხარჯვის დროს ბონუს-ქულები გიგროვდებათ;
- ვინც მეტ ინტერნეტს დახარჯავს, ყოველკვირეულ წამახალისებელ ბონუსებს მიიღებს;
- გარე სპორტის არჩევით, ყველა ჩამოთვლილი ბონუსის გარდა, უჯრედებსაც აქტიურად აჯერებთ ჟანგბადით.
ბასლაინი
baslaini
bus lane
ავტობუსებისთვის გამოყოფილი სამოძრაო ზოლი (ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე);
- 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა.