ჰომოტრანსფობია
homot'ranspobia
homotransphobia
ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების სიძულვილი;
- ანგარიშები ჰომოტრანსფობიისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.
ჰოსტესი
host'esi
hostess (at a restaurant, nightclub, casino, etc.)
ქალი, რომელსაც სტუმრების / კლიენტების მიღება და გამასპინძლება ევალება (რესტორანში, კაზინოში და ა.შ.);
- სასტუმრო "რუმს კოხტა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სტუმრებთან ღიმილიანი მისალმება; რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება, დაშვებული სტუმრების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინება; თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
- ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: მიმტანი, მასპინძელი ("ჰოსტესი"), სტუმრებთან ურთიერთობის აგენტი, გაყიდვების აგენტი, გიდი ...