dropdown arrow

წრიული ეკონომიკა

ts'riuli ek'onomik'a

არსებ.

circular economy, CE

ეკონ.

წარმოებისა და მოხმარების მოდელი, რომელიც რესურსების განმეორებად და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებას ითვალისწინებს;

  • (ნიდერლანდელი მკვლევარი) ამტკიცებს, რომ ტრადიციული ეკონომიკა რომელიც სწორხაზოვან ეკონომიკას ეფუძნება, მალე წრიულ ეკონომიკაზე გადავა; 
  • წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები.
  • ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური აღდგენის პროცესს, წრიული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენებისა და დახარჯული რესურსების მინიმუმამდე შემცირება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის განახლებადი გამოყენების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ის თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწევს.

წინასწარგანჭვრეტადობა

ts'inasts'arganch'vret'adoba

არსებ.

predictability, foreseeability

წიგნ.

წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობა, პროგნოზირებადობა;

  • სისხლის სამართლის მოცემული დებულება არ შეესაბამებოდა კონვენციით მოთხოვნილ ხარისხს მის მკაფიოობასთან და შედეგების წინასწარგანჭვრეტადობასთან დაკავშირებით;
  •  მოცემული ნორმები არ აკმაყოფილებს კანონის წინასწარგანჭვრეტადობის მოთხოვნას.

წინასწარგანჭვრეტადი

ts'inasts'arganch'vret'adi

ზედს.

predictable, foreseeable

წიგნ.

წინასწარ განჭვრეტა რომ შეიძლება, პროგნოზირებადი;

  • ანალოგიურად, გონივრულად წინასწარგანჭვრეტადი კავშირი შეიძლება არსებობდეს ემისიებსა და ფინანსურ ან საოპერაციო ინფორმაციას შორის;
  • ვენეციის კომისიის პოზიცია ჩვენთვის წინასწარგანჭვრეტადი იყო, ვინაიდან, როგორც არაერთხელ ითქვა, არ არსებობს არც ერთი ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც საგადასახადო საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას ითვალისწინებს;
  • 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები (ხელოვნური ინტელექტი, ფეიკ ნიუსი, დიგიტალიზებული მედიცინა) ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურად ცვლის და მას სრულიად წინასწარგანჭვრეტადს და ამით, მანიპულირებადს ხდის.