ამბასადორიალი
ambasadoriali
conference/forum of ambassadors
- ამბასადორიალის გახსნაზე მიწვეულია ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი;
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრ, გელა დუმბაძესა და ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი კოპლატაძეს შორის.
ივენთი
iventi
event
-
გასართობი ღონისძიება, წვეულება ( als. რაიმეს აღნიშვნასთან დაკავშირებული);
- ამ კვირაში არცთუ ისე ბევრი ივენთი იყო;
- კიდევ, არის ღამის კლუბები, სადაც ხანდახან ძალიან კარგი ივენთი იმართება;
-
სანახაობრივი წარმოდგენა, ჩვენება, ჩვეულ. მაღალ მოდასთან დაკავშირებული;
- მილანმა და პარიზმა ასზე მეტ ივენთს უმასპინძლა;
- საქართველოში ხშირად არ გვაქვს მოდის ივენთები ან რაიმე ჩვენებები.
ბიზნესვუმენი
biznesvumeni
businesswoman
- კამერონ დიასი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობი და ბიზნესვუმენია, ძალიან კარგად წერს;
- დღეს ის აღიარებული ბიზნესვუმენია და ბევრ ქალს მოტივაციას აძლევს.
- ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი-შოუს მონაწილეები, ბიზნესვუმენები, მეწარმეები და მილიონების მფლობელი ქალები არიან.
არაპროვოცირებული
arap'rovotsirebuli
unprovoked
- რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ;
- პოლიციამ არაპროვოცირებული ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.
მეინსტრიმული
meinst'rimuli
mainstream, prevalent
- ტილდა სუინტონი ბლოკბასტერებისა და მეინსტრიმული კინოს ვარსკვლავია;
- მეინსტრიმული მედია;
- მეინსტრიმული მასკულინობა.
შოპინგობა (შოპინგობს)
shop'ingoba
to go shopping
- როცა ფული მაქვს, ყოველთვის საყიდლებზე გავრბივარ. რაიმე მჭირდება თუ არ მჭირდება, მაინც ვშოპინგობ;
- დღეს სითი მოლში შოპინგობდა ქალბატონი, რომელსაც კორონა აქვს დადასტურებული;
- გამოირჩევით საკუთარი სტილით და მრავალს დააინტერესებს, სად შოპინგობთ და საიდან იღებთ შთაგონებას.
ბარიერგადალახული
bariergadalakhuli
Political parties or students who met the minimum threshold scores
-
polit. პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებში დააგროვა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხმების პროცენტული ზღვარი და რომელიც იღებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს პარლამენტში მანდატების განაწილებაში;
- ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ;
- პროპორციული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობის ზრდის გამო იცვლება ასევე 5% ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული მანდატების გამოთვლის ფორმულა.
-
educ. პირი, რომელმაც გადალახა განსაზღვრული მინიმალური ქულობრივი ბარიერი ან სტანდარტი და წარმატებით დაასრულა გამოსაცდელი ეტაპი;
- წამყვანის სტატუსის ბარიერგადალახულ პედაგოგს მიღებული შედეგი შეენახება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოცდაზე განმეორებით გასვლისას მინიმალურ ბარიერს ვეღარ გადალახავს;
- მინისტრის ბრძანებით რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ 5.2 ქულა მოსწავლე ბარიერგადალახულად ჩაითვლება.
ცნობადი
tsnobadi
famous, notable; readily recognizable
- ხელის მოწერაზე არცერთი პოლიტიკური ფიგურა და ცნობადი სახე არ იმყოფებოდა;
- ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი ცნობადი სახე და ხშირად ჩნდებოდა ისეთ სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა ...
- შენს ცხოვრებაში რამე შეიცვალა? – კი, უფრო ცნობადი გავხდი და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ამ პროექტში, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა;
- მათ გარდერობიდან აიღეს ყველაფერი რასაც ოდნავ ცნობადი ბრენდი მაინც ეწერა.
ბონუსი
bonusi
bonus, premium
-
კომერც. პრემია, შრომის ანაზღაურების დამატებითი თანხა (საჩუქრად ან კარგი მუშაობის დასაფასებლად გაცემული);
- ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბონუსის სახით 100 000 ლარი მიიღო;
- „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ თანამშრომლებზე ბონუსის სახით 1,1 მლნ. ლარი გასცა;
- Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1000 ევროს გადაუხდის;
-
დამატებითი სარგებელი ან ჯილდო; რისამე დადებითი მხარე;
- აპლიკაციის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ თანხის ხარჯვის დროს ბონუს-ქულები გიგროვდებათ;
- ვინც მეტ ინტერნეტს დახარჯავს, ყოველკვირეულ წამახალისებელ ბონუსებს მიიღებს;
- გარე სპორტის არჩევით, ყველა ჩამოთვლილი ბონუსის გარდა, უჯრედებსაც აქტიურად აჯერებთ ჟანგბადით.
ფრიგანი
prigani
freegan
- აშშ-ში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი მოძრაობა, რომლის წარმომადგენლებიც თავიანთ თავს "ფრიგანებს" უწოდებენ და ნაგვის ყუთებიდან იკვებებიან;
- ნასტია ფრიგანია, ანუ თითქმის არ ყიდულობს ნივთებს და საჭმელს, ძირითადად, ნაგვის ურნებში ეძებს;
- ამ მოძრაობის წევრები დასაქმებულნი არიან და ნორმალური ანაზღაურებაც აქვთ. მიუხედავად ამისა, კაფეებიდან თუ სუპერმარკეტებიდან გადაყრილ პროდუქტს მიირთმევენ. ფრიგანები ყველგან დადიან, სადაც უფასო საკვების პოვნა შეიძლება;
- შევხვედრივარ ფრიგანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ ნაგვის ურნიდან ამოღებული საკვებით არა იმიტომ, რომ უჭირდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ანტიკაპიტალისტური აქტი, როგორც პროტესტი კონსუმერული კულტურის წინააღმდეგ.
დარეპორტება (<და>არეპორტებს)
darep'ort'eba
to report, to complain about or denounce smb., smth.
- ერთ-ერთი პროფილი „ფეიქ-გვერდს“ აზიარებს და მოუწოდებს საზოგადოებას, დაარეპორტონ იგი;
- ე.წ. „საიდუმლო ღილაკი“ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აქტიურდება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაარეპორტოს ვებგვერდი, რომელზეც ძალადობრივი ან სხვა მხრივ მიუღებელი კონტენტია განთავსებული.
ჟალო
zhalo
(handmade) tattoo needle
ბახილები
bakhilebi
disposable shoe covers
- უსაფრთხოების ზომებს ფაქტობრივად ვერ იცავენ, რადგან არა აქვთ საკმარისი რაოდენობის სპეცხალათი, ბახილები, ხელთათმანები და პირბადეები.
ძალადობაგამოვლილი
dzaladobagamovlili
abused, subjected to abuse or violence
- მისი მთავარი პრინციპია კანონის იმგვარი გამოყენება, რომელიც აძლიერებს სისტემის თერაპიულ პოტენციალს და ამცირებს სამართალწარმოებაში ჩართული ძალადობაგამოვლილი ადამიანის მეორადი ტრავმატიზაციისა და სისტემასთან ურთიერთობაზე უარის თქმის რისკს;
- საქმე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ოჯახში ძალადობაგამოვლილმა არასრულწლოვანმა, თავად შეძლო იურიდიული დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მიემართა და სასამართლოს გზით თავად დაეცვა საკუთარი უფლებები;
- შედეგად კი, ძალადობაგამოვლილი გოგონა თანატოლებისგან აგრესიის, ზეწოლის, ბულინგისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა;
- ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტულად რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
ავტოფარეხი
avt'oparekhi
garage
- ... იყიდება სახლი. სახლი არის ბელეტაჟზე, არის ოთხი ოთახი [...]. სახლს აქვს ბალკონი (sic) [...]. არის ხეხილიანი ბაღი, ეზოში განთავსებულია ბუხრის ოთახი და ავტოფარეხი;
- მის ავტოფარეხში ეს ავტომობილიც დგას. ოღონდ არა ყვითელი, არამედ ვერცხლისფერი;
- სასწრაფოდ იყიდება ავტოფარეხი თბილისში, დიდი-დიღომი III მიკრო/რაიონი 14 კორპუსის მიმდებარედ. 50კვ.მ, გამოდგება როგორც ავტოფარეხად ისე კომერციული საქმიანობისთვის...
ენჯეოშნიკი
enjeoshnik'i
member of an NGO
- ქალის უფლებებისთვის ბრძოლა მარტო უაზრო ყვირილი და „ენჯეოშნიკობა“ არ არის;
- სახალხო დამცველად „ენჯეოშნიკი“ კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს.
საქოცეთი
sakotseti
Georgian Dream Party, its members and supporters collectively
- ამ ახალგაზრდებს ებრძვის ბნელი საქოცეთი. ვერ მოუგებთ ჩვენს მომავალს ომს!
- სწორედ ეგ უნდათ, რომ [...] ის გვამტკიცებინონ, რომ თეთრი თეთრია, შავი – შავი! ეს საქოცეთის სტილია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!
- საქოცეთი ემიგრანტებს ადანაშაულებს?! პოლიტიკური სიბნელე საქართველოში.
პოსტტოტალიტარული
p'ost't'ot'alit'aruli
post-totalitarian
- საბჭოური ყაიდის პოსტტოტალიტარული ქვეყნების კულტურები უფერული და უღიმღამოც კია იმ უზარმაზარი მუხტის ფონზე, რომელსაც, მაგალითად, საბჭოთა კავშირში შექმნილი ლიტერატურა ატარებდა;
- როგორც ჩანს, პოსტტოტალიტარული პერიოდი ჯერ იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რათა ამ რთულ საკითხზე ფუნდამენტური შრომა შექმნილიყო;
- პოსტტოტალიტარული ეპოქის საქართველოში საზოგადოება ადვილად "გადაეწყო" მორალისა და იდეალების კანონმდებელი ეკლესიის მსოფლმხედველობაზე და უკვე მერამდენეჯერ იგნორირება გაუკეთა ადამიანის უფლებების დაცვის ბაზისური მოთხოვნების გაზიარებას.
ჯენერიკული
jenerik'uli
generic
-
ფარმაკ. საერთო ტიპისა, უპატენტო (ითქმის წამლის, მედიკამენტის შესახებ);
- სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ხელი შეეწყო ბაზარზე იაფი ჯენერიკული მედიკამენტების შემოსვლას;
- ჯენერიკული პრეპარატების მწარმოებლები მატერიალური ტექნიკური ბაზით არ ჩამოუვარდებიან ორიგინალი პრეპარატების მწარმოებლებს;
- ცნობისთვის, ინდოეთზე მოდის ამერიკული ჯენერიკული პრეპარატების თითქმის 40%, ასევე ის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში;
-
საერთო, ზოგადი; განზოგადებული;
- ამ ფილმში დედპული გადააქციეს ექსპერიმენტის ჯენერიკულ მონსტრად, რასაც მოჰყვა სრულიად გასაგები ნეგატიური რეაქცია ფანებისგან.
ჟევსკი
zhevsk'i
good, nice, "regular"
- ერთი ჟევსკი ცოლ-ქმარი მუშაობდა ვაგზალთან.