dropdown arrow

ანტირუსული

ant'irusuli

adj.

anti-Russian

polit.
  1. მიმართული რუსეთის სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური კურსის, საგარეო პოლიტიკის ან საერთაშორისო გავლენის წინააღმდეგ;

    • როგორც ჩვენს პროგნოზში იქნა აღნიშნული, რუსეთს აქვს რეალური შანსი, უკრაინაში მომხდარი ანტირუსული გადატრიალებიდან სარგებელი მოიპოვოს;
    • 2023 წლის მარტის დასაწყისში, თბილისში გამართულმა მრავალათასიანმა ანტირუსულმა აქციებმა აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია;
    • ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო წლების გართულებულმა ურთიერთობამ, ანტირუსულმა სანქციებმა აიძულეს რუსეთი საღი თვალით შეეხედა მისი მეზობლებისთვის, მეტადრე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დადებითად არიან გამწყობილი მის მიმართ.
  2. გამოხატავს რუსეთის მიმართ ნეგატიურ, კრიტიკულ ან წინააღმდეგობრივ განწყობას, რაც ვლინდება პოლიტიკურ რიტორიკაში, საინფორმაციო კამპანიებში ან საზოგადოებრივ აქტივიზმში. 

    • ნაცვლად ამ ვირტუალური ოცნებისა, უმჯობესი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, რაც წინ აღგვიდგებოდა ანტირუსული ისტერიის წარმოებაში;

    • დასაწყისიდანვე " მაიდანს " აშკარად ანტირუსული ხასიათი ჰქონდა, ხოლო მის ბირთვს წარმოადგენდნენ უკრაინის დასავლეთ პროვინციების მცხოვრებლები , ძირითადად , არამართლმადიდებლები.

პუტლერი

p'ut'leri

n.

'Putler' (derogatory nickname of Vladimir Putin)

polit. pejor.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დამცრობითი მეტსახელი (რომელიც ადოლფ ჰიტლერთან მის გაიგივებას გულისხმობს);

  • აქტივისტებს, მილიციის მითითებით, იმ პლაკატების დაკეცვა მოუხდათ, რომლებზეც ეწერა "პუტლერ კაპუტ!";
  • ხოდა მასეც იქნება... პუტლერი კი სტალინი არააა... ერთი კაგებეშნიკი პუტკაა... არ შერჩება, რაც მან ჩეჩნეთში, საქართველოში და უკრაინაში ჩაიდინა;
  • მსოფლიოს პოლიტელიტა შეთანხმებულია, რომ პუტლერის გაჩერება აუცილებელია.

ჰოსტესი

host'esi

n.

hostess (at a restaurant, nightclub, casino, etc.)

enter.

ქალი, რომელსაც სტუმრების / კლიენტების მიღება და გამასპინძლება ევალება (რესტორანში, კაზინოში და ა.შ.);

  • სასტუმრო "რუმს კოხტა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სტუმრებთან ღიმილიანი მისალმება; რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება, დაშვებული სტუმრების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინება; თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
  • ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: მიმტანი, მასპინძელი ("ჰოსტესი"), სტუმრებთან ურთიერთობის აგენტი, გაყიდვების აგენტი, გიდი ...

არასანქცირებული

arasanktsirebuli

adj.

unsanctioned

law.

ოფიციალური სანქციის / ნებართვის არმქონე;

  • გუშინ ჩატარდა ოპოზიციური ძალების არასანქცირებული მიტინგი;
  • რამდენიმე პიროვნება დაკავებულ იქნა არასანქცირებული აქციის ორგანიზებისათვის;
  • სპეციალური ტექნოლოგიები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქციის დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან.

სანდო

sando

adj.

trusted, added as trusted (of a device)

comp.

სანდოდ გახდილი, გასანდოებული (ითქმის მოწყობილობის – კომპიუტერის, მობილური ტელეფონის და მისთ.  – შესახებ, რომლის გამოყენებითაც საიტზე შესვლა გამარტივებული წესით, ერთჯერადი SMS-კოდის შეყვანის გარეშეა შესაძლებელი) [იხ. აგრ. გასანდოება];

  •  სანდო მოწყობილობიდან მობილბანკში შესვლას შეძლებ მარტივად, SMS-კოდის გარეშე.

ამბასადორიალი

ambasadoriali

n.

conference/forum of ambassadors

polit.

დიპლომატიური შეხვედრა ან ფორუმი, რომელიც უცხოეთში ან ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება. მიზნად ისახავს პოლიტიკურ, დიპლომატიურ ან საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას;

  • ამბასადორიალის გახსნაზე მიწვეულია ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი;
  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრ, გელა დუმბაძესა და ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი კოპლატაძეს შორის.

ივენთი

iventi

n.

event

not-recomm.
  1. გასართობი ღონისძიება, წვეულება ( als. რაიმეს აღნიშვნასთან დაკავშირებული);

    • ამ კვირაში არცთუ ისე ბევრი ივენთი იყო;
    • კიდევ, არის ღამის კლუბები, სადაც ხანდახან ძალიან კარგი ივენთი იმართება;
  2. სანახაობრივი წარმოდგენა, ჩვენება, ჩვეულ. მაღალ მოდასთან დაკავშირებული; 

    • მილანმა და პარიზმა ასზე მეტ ივენთს უმასპინძლა;
    • საქართველოში ხშირად არ გვაქვს მოდის ივენთები ან რაიმე ჩვენებები.

მეინსტრიმული

meinst'rimuli

adj.

mainstream, prevalent

not-recomm.

საზოგადოების უდიდეს ნაწილში გავრცელებული აზრების, შეხედულებების, ღირებულებებისა და მისთ. გამომხატველი ან მქონე;

  • ტილდა სუინტონი ბლოკბასტერებისა და მეინსტრიმული კინოს ვარსკვლავია;
  • მეინსტრიმული მედია;
  • მეინსტრიმული მასკულინობა.

შოპინგობა (შოპინგობს)

shop'ingoba

v.

to go shopping

colloq.

მაღაზიებში საყიდლებზე / „საშოპინგოდ“ სიარული (დადის);

  • როცა ფული მაქვს, ყოველთვის საყიდლებზე გავრბივარ. რაიმე მჭირდება თუ არ მჭირდება, მაინც ვშოპინგობ;
  • დღეს სითი მოლში შოპინგობდა ქალბატონი, რომელსაც კორონა აქვს დადასტურებული;
  • გამოირჩევით საკუთარი სტილით და მრავალს დააინტერესებს, სად შოპინგობთ და საიდან იღებთ შთაგონებას.

ცნობადი

tsnobadi

adj.

famous, notable; readily recognizable

enter.

სახელგანთქმული, ცნობილი;

  • ხელის მოწერაზე არცერთი პოლიტიკური ფიგურა და ცნობადი სახე არ იმყოფებოდა;
  • ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი ცნობადი სახე და ხშირად ჩნდებოდა ისეთ სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა ...
  • შენს ცხოვრებაში რამე შეიცვალა? – კი, უფრო ცნობადი გავხდი და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ამ პროექტში, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა;
  • მათ გარდერობიდან აიღეს ყველაფერი რასაც ოდნავ ცნობადი ბრენდი მაინც ეწერა.

ფრიგანი

prigani

n.

freegan

societ.

მიმდევარი რადიკალური მემარცხენე "ანტიგლობალისტური" და "ანტიკონსიუმერისტული" მოძრაობისა (რომლის წარმომადგენლებიც "კაპიტალისტურ" ეკონომიკაში საკუთარი მონაწილეობის მინიმალიზების მიზნით, გარემოსდაცვითი მოსაზრებებით და "გლობალიზმის" წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაღაზიებში არაფერს ყიდულობენ, საკვებს და ყოველდღიური მოხმარების საგნებს ნაგვის ბუნკერებიდან და ნაგავსაყრელებიდან იღებენ და ა.შ.); 

  • აშშ-ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ თავს "ფრი­გა­ნებს" უწო­დე­ბენ და ნაგ­ვის ყუ­თე­ბი­დან იკ­ვე­ბე­ბი­ან;
  • ნასტია ფრიგანია, ანუ თითქმის არ ყიდულობს ნივთებს და საჭმელს, ძირითადად, ნაგვის ურნებში ეძებს;
  • ამ მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან და ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კა­ფე­ე­ბი­დან თუ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან გა­დაყ­რილ პრო­დუქტს მი­ირ­თმე­ვენ. ფრი­გა­ნე­ბი ყველ­გან დადიან, სა­დაც უფა­სო საკვე­ბის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა;
  • შევხვედრივარ ფრიგანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ ნაგვის ურნიდან ამოღებული საკვებით არა იმიტომ, რომ უჭირდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ანტიკაპიტალისტური აქტი, როგორც პროტესტი კონსუმერული კულტურის წინააღმდეგ.

დარეპორტება (<და>არეპორტებს)

darep'ort'eba

v.

to report, to complain about or denounce smb., smth.

comp. colloq.

საიტის ადმინისტრატორებისათვის ინფორმაციის მიწოდება ისეთი პროფილების, ჯგუფების ან  გვერდების შესახებ, რომლებიც არღვევენ მიღებულ წესებს (მიმართავენ სიძულვილის ენას, დამცირებას, თაღლითობას და ა.შ.); 

  • ერთ-ერთი პროფილი „ფეიქ-გვერდს“ აზიარებს და მოუწოდებს საზოგადოებას, დაარეპორტონ იგი; 
  • ე.წ. „საიდუმლო ღილაკი“ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აქტიურდება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაარეპორტოს ვებგვერდი, რომელზეც ძალადობრივი ან სხვა მხრივ მიუღებელი კონტენტია განთავსებული. 

ჟალო

zhalo

n.

(handmade) tattoo needle

sl.

ტატუს გასაკეთებელი ნემსი ან სხვა წვეტიანი საგანი (განსაკ. კუსტარულად დამზადებული).

ძალადობაგამოვლილი

dzaladobagamovlili

adj.

abused, subjected to abuse or violence

societ.

ძალადობა რომ აქვს გამოვლილი, ძალადობა რომ განუცდია;

  • მისი მთავარი პრინციპია კანონის იმგვარი გამოყენება, რომელიც აძლიერებს სისტემის თერაპიულ პოტენციალს და ამცირებს სამართალწარმოებაში ჩართული ძალადობაგამოვლილი ადამიანის მეორადი ტრავმატიზაციისა და სისტემასთან ურთიერთობაზე უარის თქმის რისკს; 
  • საქმე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ოჯახში ძალადობაგამოვლილმა არასრულწლოვანმა, თავად შეძლო იურიდიული დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მიემართა და სასამართლოს გზით თავად დაეცვა საკუთარი უფლებები;
  • შედეგად კი, ძალადობაგამოვლილი გოგონა თანატოლებისგან აგრესიის, ზეწოლის, ბულინგისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა;
  • ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტულად რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

ჟევსკი

zhevsk'i

adj.

good, nice, "regular"

sl.

კარგი, შესანიშნავი; "მაგარი", "კაცური"; 

  • ერთი ჟევსკი ცოლ-ქმარი მუშაობდა ვაგზალთან.

ჭარბწონიანი

ch'arbts'oniani

adj.

overweight, obese; plus size

health.

ჭარბი წონის მქონე, მეტისმეტად მსუქანი;

  • არ არის აუცილებელი, ბულიმიით დაავადებული მსუქანი ან ჭარბწონიანი იყოს;
  • მალე დაბერების ხელშემწყობი ფაქტორია სიმსუქნეც. ჭარბწონიანი მამაკაცები კარგავენ ტესტოსტერონს და იღებენ ესტროგენებს, რაც განაპირობებს ლიბიდოს დაქვეითებას და სხვა დისფუნქციებს;
  • სწორედ ამ მიზნით, ორი წლის წინ კონკურსი ჭარბწონიანი ქალებისთვის ჩატარდა.

აგროლიზინგი

agrolizingi

n.

agro-leasing, agricultural leasing

fin.

ფინანსური მომსახურება, რომლის დროსაც საფინანსო დაწესებულებები სალიზინგო მომსახურებას უწევენ ფერმერებს ან  ბიზნესს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დანადგარების, მოწყობილობებისა და ტექნიკის შესაძენად; 

  • შეღავათიანი აგროლიზინგი;
  • დანადგარების აგროლიზინგით შეძენა;
  • აგროლიზინგით დაფინანსება.

დონაცია

donatsia

n.

donation

  1. med. სისხლის, სხეულის ორგანოების და მისთ. გაცემა სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც წესი, უანგაროდ; 

    • ფეხბურთელი სისხლის დონაციაში აქტიურადაა ჩართული;
    • გვამური დონაციის დროს დონორად გამოყენებულია გარდაცვლილის ორგანო;
    • პლაზმის დონაცია ქართული კანონმდებლობით ორ კვირაში ერთხელაა დაშვებული;
  2. რაიმეს  გადაცემა მეორე მხარისათვის ქველმოქმედების, დახმარების და მისთ. მიზნით; 

    • „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში;
    • კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ეწევა მილიარდიან დონაციას შესაბამის სოციალურ პროექტებში;
    • ჩვენი იუთუბარხი დონაციების წყალობით არსებობს.