dropdown arrow

ფრიგანი

prigani

n.

freegan

societ.

მიმდევარი რადიკალური მემარცხენე "ანტიგლობალისტური" და "ანტიკონსიუმერისტული" მოძრაობისა (რომლის წარმომადგენლებიც "კაპიტალისტურ" ეკონომიკაში საკუთარი მონაწილეობის მინიმალიზების მიზნით, გარემოსდაცვითი მოსაზრებებით და "გლობალიზმის" წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაღაზიებში არაფერს ყიდულობენ, საკვებს და ყოველდღიური მოხმარების საგნებს ნაგვის ბუნკერებიდან და ნაგავსაყრელებიდან იღებენ და ა.შ.); 

  • აშშ-ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ თავს "ფრი­გა­ნებს" უწო­დე­ბენ და ნაგ­ვის ყუ­თე­ბი­დან იკ­ვე­ბე­ბი­ან;
  • ნასტია ფრიგანია, ანუ თითქმის არ ყიდულობს ნივთებს და საჭმელს, ძირითადად, ნაგვის ურნებში ეძებს;
  • ამ მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან და ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კა­ფე­ე­ბი­დან თუ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან გა­დაყ­რილ პრო­დუქტს მი­ირ­თმე­ვენ. ფრი­გა­ნე­ბი ყველ­გან დადიან, სა­დაც უფა­სო საკვე­ბის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა;
  • შევხვედრივარ ფრიგანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ ნაგვის ურნიდან ამოღებული საკვებით არა იმიტომ, რომ უჭირდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ანტიკაპიტალისტური აქტი, როგორც პროტესტი კონსუმერული კულტურის წინააღმდეგ.

ფრიგანიზმი

priganizmi

n.

freeganism

societ.

"ფრიგანების" მოძრაობა, შეხედულებები და მოქმედებები (რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია, რომელიც "კაპიტალისტურ" ეკონომიკაში მონაწილეობის შეზღუდვისა და რესურსების მოხმარების მინიმალიზების აუცილებლობას ქადაგებს) [იხ. აგრ. ფრიგანი].

  • ფრიგანიზმი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს. ის ანტიგლობალიზმსა და ეკოლოგიას უწევს პროპაგანდას;
  • ტრისტრამის გაცნობის შემდეგ კი უკვე მთლიანი სურათი დავინახე – აღმოვაჩინე, რომ ფრიგანიზმი იგივე გარემოზე ზრუნვაა;
  • მოძრაობის ორგანიზატორი ჯანეტ კალიში, რომელიც უკვე ორი ათეული წელია ფრიგანიზმის მიმდევარია, აცხადებს, რომ მოძრაობა თანდათან პოპულარული ხდება;
  • ფრიგანიზმი - მოძრაობა, რომლის წევრები ნაგვის ყუთებიდან იკვებებიან;
  • ფრიგანიზმის მიმდევრებს ფუნდამენტურად არ სურთ იყვნენ სამომხმარებლო საზოგადოებისა და თანამედროვე ეკონომიკის ნაწილი.