პოლიტსაბჭო
p'olit'sabch'o
political council
პოლიტიკური საბჭო (უპირატ. პოლიტიკური პარტიისა);
- ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დაწყებულია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების განხილვა;
- "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა;
- სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პოზიციონირება
p'ozitsionireba
positioning; to position
-
oft. polit. ამა თუ იმ პოზიციის დაკავება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება (რაიმე სადავო საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონფრონტაციის დროს და მისთ.);
- იმ დროს, როცა შამბა ცდილობდა დისტანცირებოდა ეკლესიაში აფხაზ პატრიოტებს, ანქვაბის გუნდი [...] მკაფიოდ ახდენდა თავისი თავის პოზიციონირებას განხეთქილებაში მყოფებთან და ამით კიდევ უფრო უსვამდა ხაზს განსხვავებებს შამბასა და ანქვაბის პოზიციებს შორის;
- ინტერტექსტუალური ანალიზის დროს მთავარია არა ის, თუ რომელ ტექსტს ეხმიანება ავტორი, არამედ ის, თუ როგორ, რისთვის იყენებს იგი მას და, რაც მთავარია, როგორ პოზიციონირებას აკეთებს ამ ტექსტებთან, როგორც მწერალი;
-
econ. პროდუქტის ან მომსახურების მისადაგება ამა თუ იმ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებისთვის;
- ბაზრის კვლევა ინფორმაცია ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე, მიზნობრივ სეგმენტზე, მომხმარებელთა საჭიროებებსა და ქცევაზე, მათ კონკურენტებზე აუცილებელია ბიზნესისთვის, რათა მოახდინოს ბაზარზე სწორი პოზიციონირება, იყოს კონკურენტუნარიანი და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს სამომავლო სტრატეგიის ფორმირება;
- ეს სიტუაცია წარმოებული ღვინის საფასო პოზიციონირებაზეა დამოკიდებული;
- ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი [...] საქართველოს და მასში წარმოებული პროდუქციის სწორი პოზიციონირება უნდა იყოს საერთაშორისო მომხმარებლის თვალში;
-
spec. განლაგება, მოთავსება, სწორი ადგილის ან პოზიციის შერჩევა (რაიმესათვის);
- იმ შემთხვევებში, როდესაც ძვლის მოცულობა ან კონფიგურაცია ხელსაყრელი არ არის იმპლანტების ზუსტი პოზიციონირებისთვის, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სტომატოლოგს ეხმარება ყბების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ყურადღება მიაქციეთ მჭიდის სწორ პოზიციონირებას იარაღის ტარის მიმართ;
-
v. gram. mean. chief. polit. ამა თუ იმ პოზიციის დაკავება (<და>იკავებს), საკუთარი პოზიციის დაფიქსირება (რაიმე სადავო საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონფრონტაციის დროს და მისთ.);
- საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში;
- ფაქტობრივად, ტრამპი პოზიციონირებდა როგორც მოძრაობის ლიდერი, რომელიც ამერიკელებს ამერიკის დაბრუნებას დაჰპირდა;
- ის პოზიციონირებს, როგორც ტრადიციულად პოზიციონირებდა: დისტანცირებას ახდენს დასავლეთისგან, ინარჩუნებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან და მზაობას გამოთქვამს გააგრძელოს ეს ხაზი, სერიოზული დათმობების ფასადაც კი.
პოლიტკორექტულობა
p'olit'k'orekt'uloba
political correctness
- ეს შეხვედრაც, ისევე როგორც უშუალოდ სემინარი, პოლიტკორექტულობის ფარგლებში წარიმართა;
- თანამედროვე დასავლურ, ლიბერალურ ცივილიზაციას რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი აქვს, ერთ-ერთია: პოლიტკორექტულობა ყველგან და ყველაფერში.
პროდასავლელი
p'rodasavleli
pro-Western (said of a politician, government official etc.)
-
დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ, კულტურულ etc. ფასეულობებს რომ იზიარებს (ითქმის პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის, ამომრჩევლის and sim. შესახებ);
- პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ორივე ორგანიზაციასთან მჭიდრო ინტეგრაციის კურსის ერთგულია მას შემდეგაც კი, როცა საქართველოს მთავრობიდან პროდასავლელი მინისტრების გათავისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია;
- 20 ფუტის სიმაღლის ქანდაკება 30-ფუტიანი კვარცხლბეკიდან შუაღამით სამი წლის წინ ჩამოაგდეს ამ კავკასიურ რესპუბლიკაში, როგორც ტოტალიტარული ეპოქის ნარჩენი, რომელიც პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა;
- სანდუ პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, ხოლო მისი ძირითადი მეტოქე – მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა;
-
n. gram. mean. ადამიანი, ვინც დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ თუ კულტურულ ფასეულობებს იზიარებს;
- "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ფილოსოფოსი და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ამის მაგალითია. ის ცალსახად პროდასავლელია;
- შეუძლებელია პარლამენტის პროდასავლელის იმიჯის მქონე თავჯდომარე ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობდეს, "აბა, ჩვენ რა შეგვიძლია რუსეთთან გავხდეთ, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ; აი, ევროპას კი ნამდვილად უნდა ეშინოდეს პუტინის ამბიციებისო".
პოსტსაარჩევნო
p'ost'saarchevno
postelection, happening or existing after an election
არჩევნებისშემდგომი, არჩევნების შემდეგ მომხდარი ან არსებული;
- სემინარის სამუშაო თემა აქტუალური საკითხი – პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა იყო;
- პოლიტიკოსებს არ ახსოვთ არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში განმეორებითი კვლევები ჩატარებულიყოს.
პოლარიზაცია
p'olarizatsia
polarization
ორ მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად გაყოფა (საზოგადოებისა, ამომრჩევლებისა და მისთ.);
- მნიშვნელოვანია, რომ დაძლეულ იქნას ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და რევანშის გრძნობა, რომელიც კვლავაც არსებობს პოლიტიკურ გარემოში;
- საარჩევნო კამპანიის პოლარიზაცია გაიზარდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" ლიდერებისა და მაჟორიტარული კანდიდატების საარჩევნო გზავნილების ტონი კონფრონტაციული და ხისტია;
- დღეს საქართველოს წინაშე დგას დაუძლეველი პრობლემა – პოლარიზაცია, რასაც უკურნებელი სენივით ღრმად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებაში და ქვეყანას რეგრესისკენ მიაქანებს.
პოლარიზებული
p'olarizebuli
polarized
ორ მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად გაყოფილი (უპირატ. ითქმის საზოგადოების, ამომრჩევლების და მისთ. შესახებ);
- წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო და ძალადობის შემთხვევებიც აღინიშნებოდა;
- პოლიტიკური გარემო საქართველოში კვლავ პოლარიზებულია და მას ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული დაძაბულობა განსაზღვრავს;
- ზედმეტად პოლარიზებულ საზოგადოებაში ძალიან დიდია ძალადობის საფრთხე.
პუტლერი
p'ut'leri
'Putler' (derogatory nickname of Vladimir Putin)
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დამცრობითი მეტსახელი (რომელიც ადოლფ ჰიტლერთან მის გაიგივებას გულისხმობს);
- აქტივისტებს, მილიციის მითითებით, იმ პლაკატების დაკეცვა მოუხდათ, რომლებზეც ეწერა "პუტლერ კაპუტ!";
- ხოდა მასეც იქნება... პუტლერი კი სტალინი არააა... ერთი კაგებეშნიკი პუტკაა... არ შერჩება, რაც მან ჩეჩნეთში, საქართველოში და უკრაინაში ჩაიდინა;
- მსოფლიოს პოლიტელიტა შეთანხმებულია, რომ პუტლერის გაჩერება აუცილებელია.
პროდასავლური
p'rodasavluri
pro-Western (said of policies, values, ideas etc.)
დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ, კულტურულ და ა.შ. ფასეულობებს რომ შეესატყვისება (ითქმის პოლიტიკის, შეხედულებების, იდეალების და მისთ. შესახებ);
- ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას;
- ამ ამოცანებისთვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილებად ევროკავშირში და, მოგვიანებით, ნატო-ში გაწევრიანება გახდა;
- ე.წ. „სამართლიანობის აღდგენა“ ემსახურება საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის განადგურებას, ამ მოძრაობის მთლიან დისკრედიტაციას.
პოლიტკორექტული
p'olit'k'orekt'uli
politically correct, PC
პოლიტიკურად კორექტული, პროგრესული, ტოლერანტული (განსაკ. რასასთან, გენდერთან, სოციალურ კლასთან და ა.შ. დაკავშირებულ საკითხებში);
- პოლიტკორექტულ დასავლეთში ამბობენ, რომ ასეთ მონსტრებს ეროვნება არ გააჩნიათ – ეს არ არის მართალი. ყველა მონსტრი თავისი ერის შვილია და ის ღრმად ეთნიკურია;
- საკმაო ხანია დასავლეთში გაჩნდა ერთი ახალი აბრევიატურა PC, რაც იშიფრება როგორც "პოლიტკორექტული";
- ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გნიასი შეიქმნებოდა პოლიტკორექტულ ევროპაში ამ განცხადების გამო.
პოლიტიკური კორექტულობა
p'olit'ik'uri k'orekt'uloba
political correctness
კორექტულობა, დელიკატურობა, ტოლერანტობა (მეტყველებისა, მოქმედებისა, პოლიტიკისა და მისთ. – განსაკ. რასობრივ, ეთნიკურ, გენდერულ, სოციალურ და ა.შ. საკითხებში);
- პოლიტიკური კორექტულობა ბერლინალეზე განსაკუთრებით თვალში საცემი ბოლო ათწლეულში გახდა;
- საყოველთაოდ ცნობილია, რუსეთის აღვირახსნილი და გამომწვევი როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და მისი ინტერესების რეალიზაციის, ყოველგვარ პოლიტიკურ კორექტულობას მოკლებული საშუალებები;
- რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ მსოფლიოში მრავალი რამ შეცვალა. ადამიანებმა დაივიწყეს პოლიტიკური კორექტულობა და რაღაცების სწორი სახელდება დაიწყეს;
- სერბულ-ხორვატულს პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ – სერბულ და ხორვატულ ენებად.
პოსტტოტალიტარული
p'ost't'ot'alit'aruli
post-totalitarian
ტოტალიტარულის შემდგომი პერიოდისა (უპირატ. ითქმის საზოგადოების, სისტემის და მისთ. შესახებ, რომელიც ტოტალიტარული წარსულის გადმონაშთებისგან მთლიანად ჯერ არ განთავისუფლებულა);
- საბჭოური ყაიდის პოსტტოტალიტარული ქვეყნების კულტურები უფერული და უღიმღამოც კია იმ უზარმაზარი მუხტის ფონზე, რომელსაც, მაგალითად, საბჭოთა კავშირში შექმნილი ლიტერატურა ატარებდა;
- როგორც ჩანს, პოსტტოტალიტარული პერიოდი ჯერ იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რათა ამ რთულ საკითხზე ფუნდამენტური შრომა შექმნილიყო;
- პოსტტოტალიტარული ეპოქის საქართველოში საზოგადოება ადვილად "გადაეწყო" მორალისა და იდეალების კანონმდებელი ეკლესიის მსოფლმხედველობაზე და უკვე მერამდენეჯერ იგნორირება გაუკეთა ადამიანის უფლებების დაცვის ბაზისური მოთხოვნების გაზიარებას.