ხრახნილლულიანი
khrakhnilluliani
rifled
კუთხვილიანი, დაკუთხვილი, ლულის შიდა მხარეზე სპირალურად ჩაჭრილი ზოლების მქონე (ითქმის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ);
- [...] საბრძოლო მასალის (გლუვლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე - 0,04 ლარი; საბრძოლო მასალის (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე - 0,06 ლარი [...];
- სანადირო იარაღის სახეებია: ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სანადირო პნევმატური იარაღი;
- დღეს მათი ექსპორტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი იარაღები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ დასავლეთში.
ხელშემკვრელი
khelshemk'vreli
contracting, entering into a (legal) contract, agreement or treaty
ხელშეკრულების ან შეთანხმების დამდები;
- ბიუროს გენერალური ასამბლეა შედგება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნული დელეგატებისგან;
- თითოეულ ხელშემკვრელ მთავრობას შეუძლია კონვენციის შესწორების პროექტის შეთავაზება;
- ეს კონვენცია მოქმედებას წყვეტს, თუკი, დენონსაციების შედეგად, ხელშემკვრელ მთავრობათა რიცხვი მცირდება და შვიდზე ნაკლები ხდება;
- „ევროკავშირის ხელშეკრულებისა“ და „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ ხელშემკვრელი მხარეები.
ხარჯთეფექტური
kharjtepekt'uri
cost-effective
რენტაბელური; გაწეულ ხარჯებს რომ ამართლებს; ეკონომიურად მიზანშეწონილი;
- ჩვენ ვთავაზობთ ნავთობპროდუქტებით მომარაგების კონკურენტუნარიან გადაწყვეტილებებს როგორც კერძო მომხმარებელს ასევე ბიზნეს სტრუქტურებს, ხარჯთეფექტური სადისტრიბუციო არხების მეშვეობით;
- აღიარებული აქსიომაა, რომ კერძო ბიზნესი ყოველთვის უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე სახელმწიფო საწარმო;
- ამ გზით მიღებული რეკომენდაციები ყოველთვის ხარჯთეფექტური, პრაქტიკული და რეალურად იმპლემენტირებადი უნდა იყოს;
- მნიშვნელოვანია, რომ სიმულტანური ოპერაციები ხარჯთეფექტური და ფინანსურად უფრო მომგებიანია პაციენტისთვის.