სიტკომი
sit'k'omi
sitcom
სიტუაციური კომედია, კომედიური რადიო- ან ტელესერიალი;
- მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსი გამოცდილი მსახიობი იყო, სიტკომის გადაღებების დროს მაინც ძალიან ნერვიულობდა;
- ის ჟანრი, რასაც ვაკეთებდი სიტუაციური კომედია, ანუ სიტკომი – აღარ მინდა, ძალიან ბევრი სახასიათო როლი შევქმენი;
- სიტკომები ვისაც გიყვართ და ჯერ ეს შოუ არ გინახავთ, გირჩევთ მალევე გამონახოთ დრო.
სპოილერი
sp'oileri
spoiler
ფილმის ან წიგნის სიუჟეტის წინასწარ მოყოლა მისთვის, ვისაც იგი ჯერ არ უნახავს ან წაუკითხავს (რაც მოულოდნელობის ეფექტისა და ინტერესის განელებას იწვევს);
- გაფრთხილება: ეს მიმოხილვა სპოილერებს შეიცავს.
- რაღაც ხელოვნური და ზედაპირული იყო ეს სათაური, თუმცა აქაოდა სპოილერები არ შემომეკითხოს-თქო, დაგუგვლა არც მიცდია ...
სუფრაჟიზმი
suprazhizmi
suffragism
ისტ. სუფრაჟისტების მოძრაობა, ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებისათვის ბრძოლა (განსაკ. XX საუკუნის დასაწყისის ინგლისსა და აშშ-ში);
- სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში;
- მესმის, რომ ეს მუდმივად თვითდამამკვიდრებელი სუფრაჟიზმი თქვენი ბუნებრივი თვისება როდია, უბრალოდ, თქვენ გარკვეულ ესთეტიკურ ფორმულას მისდევთ, ისიც ხანგამოშვებით...
სანდო
sando
trusted, added as trusted (of a device)
სანდოდ გახდილი, გასანდოებული (ითქმის მოწყობილობის – კომპიუტერის, მობილური ტელეფონის და მისთ. – შესახებ, რომლის გამოყენებითაც საიტზე შესვლა გამარტივებული წესით, ერთჯერადი SMS-კოდის შეყვანის გარეშეა შესაძლებელი) [იხ. აგრ. გასანდოება];
- სანდო მოწყობილობიდან მობილბანკში შესვლას შეძლებ მარტივად, SMS-კოდის გარეშე.
სუფრაჟისტი
suprazhist'i
suffragist, suffragette
ისტ. ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებისათვის მებრძოლი (განსაკ. XX საუკუნის დასაწყისის ინგლისსა და აშშ-ში);
- 1903 წელს ბრიტანეთში [...] ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წევრებსაც სუფრაჟისტები ეწოდებოდათ;
- თანასწორობის ფემინისტური კონცეფცია სუფრაჟისტთა მოძრაობით იწყება და ვითარდება გენდერული თანასწორობის [...] მქონე პრინციპამდე და სახელმწიფოს სამოქმედო გეგმად ჩამოყალიბებამდე.
საქოცეთი
sakotseti
Georgian Dream Party, its members and supporters collectively
პარტია "ქართული ოცნება", მისი წევრები და მომხრეები ზოგადად;
- ამ ახალგაზრდებს ებრძვის ბნელი საქოცეთი. ვერ მოუგებთ ჩვენს მომავალს ომს!
- სწორედ ეგ უნდათ, რომ [...] ის გვამტკიცებინონ, რომ თეთრი თეთრია, შავი – შავი! ეს საქოცეთის სტილია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!
- საქოცეთი ემიგრანტებს ადანაშაულებს?! პოლიტიკური სიბნელე საქართველოში.