არაპროვოცირებული
arap'rovotsirebuli
unprovoked
- რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ;
- პოლიციამ არაპროვოცირებული ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.
ბონუსი
bonusi
bonus, premium
-
კომერც. პრემია, შრომის ანაზღაურების დამატებითი თანხა (საჩუქრად ან კარგი მუშაობის დასაფასებლად გაცემული);
- ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბონუსის სახით 100 000 ლარი მიიღო;
- „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ თანამშრომლებზე ბონუსის სახით 1,1 მლნ. ლარი გასცა;
- Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1000 ევროს გადაუხდის;
-
დამატებითი სარგებელი ან ჯილდო; რისამე დადებითი მხარე;
- აპლიკაციის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ თანხის ხარჯვის დროს ბონუს-ქულები გიგროვდებათ;
- ვინც მეტ ინტერნეტს დახარჯავს, ყოველკვირეულ წამახალისებელ ბონუსებს მიიღებს;
- გარე სპორტის არჩევით, ყველა ჩამოთვლილი ბონუსის გარდა, უჯრედებსაც აქტიურად აჯერებთ ჟანგბადით.
ბახილები
bakhilebi
disposable shoe covers
- უსაფრთხოების ზომებს ფაქტობრივად ვერ იცავენ, რადგან არა აქვთ საკმარისი რაოდენობის სპეცხალათი, ბახილები, ხელთათმანები და პირბადეები.
ავტოფარეხი
avt'oparekhi
garage
- ... იყიდება სახლი. სახლი არის ბელეტაჟზე, არის ოთხი ოთახი [...]. სახლს აქვს ბალკონი (sic) [...]. არის ხეხილიანი ბაღი, ეზოში განთავსებულია ბუხრის ოთახი და ავტოფარეხი;
- მის ავტოფარეხში ეს ავტომობილიც დგას. ოღონდ არა ყვითელი, არამედ ვერცხლისფერი;
- სასწრაფოდ იყიდება ავტოფარეხი თბილისში, დიდი-დიღომი III მიკრო/რაიონი 14 კორპუსის მიმდებარედ. 50კვ.მ, გამოდგება როგორც ავტოფარეხად ისე კომერციული საქმიანობისთვის...
ენჯეოშნიკი
enjeoshnik'i
member of an NGO
- ქალის უფლებებისთვის ბრძოლა მარტო უაზრო ყვირილი და „ენჯეოშნიკობა“ არ არის;
- სახალხო დამცველად „ენჯეოშნიკი“ კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს.
საქოცეთი
sakotseti
Georgian Dream Party, its members and supporters collectively
- ამ ახალგაზრდებს ებრძვის ბნელი საქოცეთი. ვერ მოუგებთ ჩვენს მომავალს ომს!
- სწორედ ეგ უნდათ, რომ [...] ის გვამტკიცებინონ, რომ თეთრი თეთრია, შავი – შავი! ეს საქოცეთის სტილია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!
- საქოცეთი ემიგრანტებს ადანაშაულებს?! პოლიტიკური სიბნელე საქართველოში.
პოსტტოტალიტარული
p'ost't'ot'alit'aruli
post-totalitarian
- საბჭოური ყაიდის პოსტტოტალიტარული ქვეყნების კულტურები უფერული და უღიმღამოც კია იმ უზარმაზარი მუხტის ფონზე, რომელსაც, მაგალითად, საბჭოთა კავშირში შექმნილი ლიტერატურა ატარებდა;
- როგორც ჩანს, პოსტტოტალიტარული პერიოდი ჯერ იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რათა ამ რთულ საკითხზე ფუნდამენტური შრომა შექმნილიყო;
- პოსტტოტალიტარული ეპოქის საქართველოში საზოგადოება ადვილად "გადაეწყო" მორალისა და იდეალების კანონმდებელი ეკლესიის მსოფლმხედველობაზე და უკვე მერამდენეჯერ იგნორირება გაუკეთა ადამიანის უფლებების დაცვის ბაზისური მოთხოვნების გაზიარებას.
ჯენერიკული
jenerik'uli
generic
-
ფარმაკ. საერთო ტიპისა, უპატენტო (ითქმის წამლის, მედიკამენტის შესახებ);
- სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ხელი შეეწყო ბაზარზე იაფი ჯენერიკული მედიკამენტების შემოსვლას;
- ჯენერიკული პრეპარატების მწარმოებლები მატერიალური ტექნიკური ბაზით არ ჩამოუვარდებიან ორიგინალი პრეპარატების მწარმოებლებს;
- ცნობისთვის, ინდოეთზე მოდის ამერიკული ჯენერიკული პრეპარატების თითქმის 40%, ასევე ის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში;
-
საერთო, ზოგადი; განზოგადებული;
- ამ ფილმში დედპული გადააქციეს ექსპერიმენტის ჯენერიკულ მონსტრად, რასაც მოჰყვა სრულიად გასაგები ნეგატიური რეაქცია ფანებისგან.
ცივილური
tsiviluri
civil
-
ცივილიზებული; კულტურული;
- მივესალმებით [...] გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ცივილურ ფორმას და ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით;
- გაატარეთ დასვენების დღეები მხიარულად და ცივილურად. იმოგზაურეთ შორეულ წარსულში, დატკბით საქართველოს ბუნების თვალწარმტაცი ხედებით;
- ეს პრობლემა არის [...] ყველა იმ რეპუბლიკის და ქვეყნის პრობლემა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ცივილური, ნორმალური ერების კავშირისკენ ისწრაფვოდნენ;
- ამიტომ, თუ ალექსანდრე ანქვაბს ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი ენგურზე ვაჭრობას ცივილური ფორმები მისცეს, მან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს;
-
rar. სამოქალაქო; მოქალაქეობრივი;
- ცივილური საზოგადოება;
- (იგი), რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს "ცივილურსა" და "ცივილიზებულს";
- ... რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.
წრიული ეკონომიკა
ts'riuli ek'onomik'a
circular economy, CE
- (ნიდერლანდელი მკვლევარი) ამტკიცებს, რომ ტრადიციული ეკონომიკა რომელიც სწორხაზოვან ეკონომიკას ეფუძნება, მალე წრიულ ეკონომიკაზე გადავა;
- წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები.
- ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური აღდგენის პროცესს, წრიული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენებისა და დახარჯული რესურსების მინიმუმამდე შემცირება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის განახლებადი გამოყენების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ის თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწევს.
პროდასავლელი
p'rodasavleli
pro-Western (said of a politician, government official etc.)
-
დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ, კულტურულ etc. ფასეულობებს რომ იზიარებს (ითქმის პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის, ამომრჩევლის and sim. შესახებ);
- პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ორივე ორგანიზაციასთან მჭიდრო ინტეგრაციის კურსის ერთგულია მას შემდეგაც კი, როცა საქართველოს მთავრობიდან პროდასავლელი მინისტრების გათავისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია;
- 20 ფუტის სიმაღლის ქანდაკება 30-ფუტიანი კვარცხლბეკიდან შუაღამით სამი წლის წინ ჩამოაგდეს ამ კავკასიურ რესპუბლიკაში, როგორც ტოტალიტარული ეპოქის ნარჩენი, რომელიც პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა;
- სანდუ პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, ხოლო მისი ძირითადი მეტოქე – მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა;
-
n. gram. mean. ადამიანი, ვინც დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ თუ კულტურულ ფასეულობებს იზიარებს;
- "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ფილოსოფოსი და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ამის მაგალითია. ის ცალსახად პროდასავლელია;
- შეუძლებელია პარლამენტის პროდასავლელის იმიჯის მქონე თავჯდომარე ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობდეს, "აბა, ჩვენ რა შეგვიძლია რუსეთთან გავხდეთ, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ; აი, ევროპას კი ნამდვილად უნდა ეშინოდეს პუტინის ამბიციებისო".
პოსტსაარჩევნო
p'ost'saarchevno
postelection, happening or existing after an election
- სემინარის სამუშაო თემა აქტუალური საკითხი – პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა იყო;
- პოლიტიკოსებს არ ახსოვთ არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში განმეორებითი კვლევები ჩატარებულიყოს.
დოქსოპულო
doksop'ulo
servile subordinate, lackey
-
გაუნათლებელი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხელქვეითი, რომელიც ზემდგომის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს ვინმეს დასჯის მიზნით;
- დროდადრო ჩნდებიან ბერიებისა და არავიძეების პატარა აჩრდილები, ნეობოლშევიკი დოქსოპულოები, რომლებიც კარგად შენიღბულან საგანმანათლებლო სისტემასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში და ყოველთვის მზად არიან სამაგალითოდ დასაჯონ და ცოცხლად დამარხონ „პატრონის“ ურჩები და არამართული პიროვნებები!
-
სახელმწიფო მოხელე, რომელიც მორჩილად ასრულებს ავტორიტარული ხელისუფლების დავალებებს და ქვეყნისთვის ზიანის მომტან გადაწყვეტილებებს იღებს;
- არაფრისმაქნისი პარლამენტარი დოქსოპულოები იმალებიან და სიტყვასაც არ ამბობენ შექმნილ მდგომარეობაზე.
ოდეერი
odeeri
"officer of the active reserve", an undercover government agent working in an organization
- ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა;
- სააკაშვილის დროს, "ოდეერების" მომზადება და მათი გაკონტროლება ევალებოდა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
- სამშაბათს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ე.წ. "ოდეერებთან" დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა;
- მესამე სექტორი მთავრობას ე.წ ოდეერების ინსტიტუტის გაუქმებას ურჩევს.
შოპინგი
shop'ingi
shopping
- ზოგი შოპინგზე დადიოდა, ზოგი – მუზეუმებში, ერთი ჯგუფი გამუდმებით ეწეოდა, მეორეს კი უბრალოდ სასტუმროში ეძინა;
- გისურვებთ სასიამოვნო ონლაინ შოპინგს WGS SHOPPING-თან ერთად;
- აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: "ივენთი" "პართი", "პრეზენტაცია", "კუხნა", "შემწვარი კარტოშკა", "პადვალი," "სეილი", "შოპინგი", "დამესიჯება", "დაკლიკება", "დასეივება" და სხვ.
პროდასავლური
p'rodasavluri
pro-Western (said of policies, values, ideas etc.)
- ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას;
- ამ ამოცანებისთვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილებად ევროკავშირში და, მოგვიანებით, ნატო-ში გაწევრიანება გახდა;
- ე.წ. „სამართლიანობის აღდგენა“ ემსახურება საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის განადგურებას, ამ მოძრაობის მთლიან დისკრედიტაციას.
სუფრაჟისტი
suprazhist'i
suffragist, suffragette
- 1903 წელს ბრიტანეთში [...] ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წევრებსაც სუფრაჟისტები ეწოდებოდათ;
- თანასწორობის ფემინისტური კონცეფცია სუფრაჟისტთა მოძრაობით იწყება და ვითარდება გენდერული თანასწორობის [...] მქონე პრინციპამდე და სახელმწიფოს სამოქმედო გეგმად ჩამოყალიბებამდე.
უდო
udo
parole (early release of a prisoner)
- მისმა ძმამ რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მისი საქმის გადახედვისა და უდო-ს კომისიაზე გატანის დაპირება მიიღო;
- იმ პატიმრებმა, რომლებსაც ეხებათ ე.წ. უდო, შიმშილობაზე უარი თქვეს, რადგან პატიმრების თქმით, მათ უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ უდოსთან მიმართებაში;
- ... ბუნებრივია, ამ კატეგორიის პატიმარს არც უდო შეეხება და არც შეწყალება.
პოლიტსაბჭო
p'olit'sabch'o
political council
- ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დაწყებულია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების განხილვა;
- "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა;
- სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ჟოშკა
zhoshk'a
miser, niggard, skinflint
- რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფული იმაში დავხარჯო, რაც სარგებელს მოიტანს, მაგრამ " ჟოშკა " და "ჟმოტი" არ ვარ.
- ფერგი ჟოშკა იყო და თან გენიოსი რადგან ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს ეპლ-ს იგებდა;
- მეტი რაუნდა მოხდეს,რომ გაუშვან, ამათი ფულის ჟოშკა დედაც ვატირე რა!