ზონდერი
zonderi
a hired ruffian, bully (used by the government for the suppression of its opponents)
-
პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაქირავებული ბანდფორმირების წევრი, რომელსაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგებზე ანგარიშსწორებისათვის იყენებენ;
- მას სადარბაზოსთან დახვდა პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი;
- ლიდერები "მარიოტში" ყავას სვამდნენ, ხალხს კი ზონდერები სცემდნენ;
- თუ არ გაჩერდებიან, საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ;
-
როგორც რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: მთავრობის მიერ დაქირავებული პირი (ოპონენტებთან საბრძოლველად გამოყენებული);
- ზონდერჯგუფები;
- ზონდერბრიგადები;
- ზონდერკრიმინალები;
- ზონდერმოსამართლე;
- ზონდერმკვლელები.