დონაცია
donatsia
donation
-
med. სისხლის, სხეულის ორგანოების და მისთ. გაცემა სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც წესი, უანგაროდ;
- ფეხბურთელი სისხლის დონაციაში აქტიურადაა ჩართული;
- გვამური დონაციის დროს დონორად გამოყენებულია გარდაცვლილის ორგანო;
- პლაზმის დონაცია ქართული კანონმდებლობით ორ კვირაში ერთხელაა დაშვებული;
-
რაიმეს გადაცემა მეორე მხარისათვის ქველმოქმედების, დახმარების და მისთ. მიზნით;
- „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში;
- კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ეწევა მილიარდიან დონაციას შესაბამის სოციალურ პროექტებში;
- ჩვენი იუთუბარხი დონაციების წყალობით არსებობს.
დარეპორტება (<და>არეპორტებს)
darep'ort'eba
to report, to complain about or denounce smb., smth.
საიტის ადმინისტრატორებისათვის ინფორმაციის მიწოდება ისეთი პროფილების, ჯგუფების ან გვერდების შესახებ, რომლებიც არღვევენ მიღებულ წესებს (მიმართავენ სიძულვილის ენას, დამცირებას, თაღლითობას და ა.შ.);
- ერთ-ერთი პროფილი „ფეიქ-გვერდს“ აზიარებს და მოუწოდებს საზოგადოებას, დაარეპორტონ იგი;
- ე.წ. „საიდუმლო ღილაკი“ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აქტიურდება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაარეპორტოს ვებგვერდი, რომელზეც ძალადობრივი ან სხვა მხრივ მიუღებელი კონტენტია განთავსებული.
დალოგინება (<და>ლოგინდება)
dalogineba
1. to log in; 2. (as a noun) log-in
-
მომხმარებლის სახელითა და პაროლით შესვლა (შევა) საიტზე, სისტემაში და ა.შ.
- მას შემდეგ რაც იუზერი დალოგინდება, შესაბამისად დაიწყება LaunchAgent-ების გაშვება;
- გადმოვწერე ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, რომ მესარგებლა "გუგლის" პროდუქტებით, მაგრამ სადაც დავლოგინდი, მიჩვენა სხვა მოწყობილობის დალოგინება და არა ჩემი;
- სისტემის უსაფრთხოების კონტროლი მოითხოვს ადმინისტრატორისგან შესაძლებლობას ნახოს, ვინ და საიდან დალოგინდა ან ვერ დალოგინდა სისტემაში;
- ჩვენს მიერ დაწერილი სისტემის ბაზაზე აგებულ ერთ-ერთ საიტზე ტიპი ვერ ლოგინდებოდა და წიოკი აუტეხა იმათ საპორტს, ფულს რაში ვიხდიო;
-
n. gram. mean. საიტზე, სისტემაში და ა.შ. შესვლა მომხმარებლის სახელითა და პაროლით;
- შედი მობაილბანკზე და მიიღე პრიზის მოგების შანსი პირველივე დალოგინებაზე;
- ... მაგრამ სადაც დავლოგინდი, მიჩვენა სხვა მოწყობილობის დალოგინება და არა ჩემი;
- last ბრძანებას შეუძლია ასევე გაჩვენოთ დალოგინებების ისტორია დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
- კონკრეტული იუზერის ბოლო დალოგინების მონაცემებს ნახავთ ბრძანებით, სადაც %username% რა თქმა უნდა კონკრეტული იუზერის სახელია.
დასანქცირება (<და>ასანქცირებს)
dasanktsireba
to sanction, to impose sanctions on
დამსჯელი სანქციების დადება, სანქციონირება;
- შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში ასანქცირებს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი მოქმედებით ძირს უთხრის დემოკრატიას;
- ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა 10-ზე მეტი სომალური და იემენური წარმოშობის პიროვნება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სომალური ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების ალ-შაბააბის ფინანსურ ოპერაციებში.
დახარვეზება (<და>ახარვეზებს)
dakharvezeba
to find smth. faulty, defective or inadequate; to reject on the grounds of being faulty, defective or inadequate
დაწუნება, არმიღება; ხარვეზის ან დარღვევის პოვნა (რაიმეს გაფორმების, შესრულების, დამზადების, ექსპლუატაციის და მისთ. წესში);
- სააგენტომ 25 ნოემბერს პარტიის წევრების მიერ წარდგენილი განაცხადი დაახარვეზა და 10 დღის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად;
- მთავრობის მოლოდინია, რომ არასრულფასოვანი დოკუმენტების დახარვეზება აღარ მოხდება და გრამატიკული შეცდომების ან ბეჭდის არარსებობის მიუხედავად მიწა მაინც დარეგისტრირდება;
- ინსპექტირების პროცესში ავტომობილების დახარვეზება ხშირად ძრავის არასწორი მუშაობით არის გამოწვეული.
დოქსოპულო
doksop'ulo
servile subordinate, lackey
-
გაუნათლებელი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხელქვეითი, რომელიც ზემდგომის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს ვინმეს დასჯის მიზნით;
- დროდადრო ჩნდებიან ბერიებისა და არავიძეების პატარა აჩრდილები, ნეობოლშევიკი დოქსოპულოები, რომლებიც კარგად შენიღბულან საგანმანათლებლო სისტემასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში და ყოველთვის მზად არიან სამაგალითოდ დასაჯონ და ცოცხლად დამარხონ „პატრონის“ ურჩები და არამართული პიროვნებები!
-
სახელმწიფო მოხელე, რომელიც მორჩილად ასრულებს ავტორიტარული ხელისუფლების დავალებებს და ქვეყნისთვის ზიანის მომტან გადაწყვეტილებებს იღებს;
- არაფრისმაქნისი პარლამენტარი დოქსოპულოები იმალებიან და სიტყვასაც არ ამბობენ შექმნილ მდგომარეობაზე.
დაგულება (<და>აგულებს, <და>უგულებს)
daguleba
to like (on a social media site, etc) by means of "heart" emoji
-
სოციალური ქსელის საიტზე და მისთ. მოწონება (<მო>იწონებს, <მო>უწონებს), „გულის“ ემოჯის გამოყენებით (პოსტისა, ვიდეოსი და ა.შ.);
- მომავალი მოცეკვავე. არ დაიზაროთ დაგულება;
- როგორც სხვა სფეროებშია. მაგალითად, როგორც პედაგოგებს უგდებენ რესურს-ცენტრები ლინკს, "დავაგულოთ" ჩვენი პრემიერ-მინისტრიო და ყველა შეესევა, როგორც ტროლები, ასევე უნდათ, კულტურის სფეროშიც იგივე იყოს;
- ორსული ქეთა თოფურიასა და მისი ბოიფრენდის ახალ ფოტოზე, რომელიც რუსეთის ყვითელმა ინტერნეტ-გამოცემამ გამოაქვეყნა, გუფიმ დააგულა;
-
n. gram. mean. მოწონება "გულის" ემოჯის გამოყენებით;
- ინსტას ალგორითმა მითხრა, იმდენი დაგულება ჰქონდა ამ სთორსო, რომ აუცილებლად უნდა ატვირთო რილსადო.
დამსტიკერებელი
damst'ik'erebeli
sticker attacher, an employee who attaches stickers (to goods)
პროდუქციაზე, კონტეინერებზე და მისთ. სტიკერების დამკვრელი (საწყობში და მისთ.);
- თვლი, რომ აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ, ეძებ სტაბილურ სამსახურს მზარდი ანაზღაურებით - მაშინ შემოუერთდი "ნავნეს" გუნდს საწყობში დამხარისხებლის და დამსტიკერებლის პოზიციაზე, ქ. თბილისში;
- ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე (დამსტიკერებელი-მძღოლი).