ტრამპისტი
t'ramp'ist'i
Trumpist, supporter of Donald Trump and his policies
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მისი პოლიტიკისა და შეხედულებების მხარდამჭერი;
- ამ ბოდვისთვის პასუხგაუცემლობა არაფრით არ შეეძლო ამერიკული მედიასაშუალებების მთავარ ტრამპისტს, Fox News-ის ტელეწამყვან ტაკერ კარლსონს;
- კაპიტოლიუმზე ტრამპისტების შტურმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორ შეიძლება ავანტიურისტი ლიდერის დადგმული ფარსი და გროტესკი გადაიზარდოს ტრაგედიაში.
ტიტუშკა
t'it'ushk'a
hired bully or provocateur (used by the government against opposition activists)
ხელისუფლების მიერ დაქირავებული არაფორმალური დაჯგუფების წევრი, რომელსაც ოპონენტებზე, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე და მისთ. ანგარიშსწორებისა და მათთვის პროვოკაციების მოწყობისათვის იყენებენ;
- დღე არ გავა, ხელისუფლების დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“ რომელიმე აქტივისტს არ სცემონ;
- მივხვდი, რომ ეს იყო მოგზავნილი ტიტუშკა, თორემ უბრალო გამვლელს რაში აინტერესებს, რა ინტერვიუს ვაძლევდი ტელევიზიას?