dropdown arrow

არასაპარლამენტო

arasap'arlament'o

adj.

extra-parliamentary

polit.

პარლამენტის / საკანონმდებლო ორგანოს არაწევრი;

  • არასაპარლამენტო ოპოზიცია;
  • არასაპარლამენტო პარტია.

ორგანაიზერი

organaizeri

n.

organizer

colloq.
  1. ჩანთა, კონტეინერი ან  საოფისე კარადა, რომელსაც მრავალი განყოფილება აქვს სხვადასხვა საჭირო ნივთის, ინსტრუმენტის და ა.შ. შესანახად;

    • ბევრი დასაკიდი ორგანაიზერი არსებობს საჭირო საგნების მოსახერხებლად შესანახად;
  2. ყოველდღიური ჩასანიშნი კალენდარ-დღიური;

  3. იშვ. ჯიბის კომპიუტერიზებული ელექტრომოწყობილობა, რომლის დახმარებითაც შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა, იმეილის გაგზავნა და ა.შ. არის შესაძლებელი ( chief. 1990-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში). 

ანტიქართული

ant'ikartuli

adj.

anti-Georgian

polit.

რომელიც გამოხატავს უარყოფით, მტრულ ან დისკრედიტაციისკენ მიმართულ დამოკიდებულებას საქართველოს, მისი კულტურული, სახელმწიფოებრივი, ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ;

  • მისი ყველა საპარლამენტო ინიციატივა თუ ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთებული კომენტარები ანტიქართული, ანტიეროვნული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან!

  • ამბობენ, რომ რუსეთში 2006 წლის მსგავსი ანტიქართული რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისი იგრძნობა.

არაპროგნოზირებადი

arap'rognozirebadi

adj.

unpredictable

პროგნოზს რომ არ ექვემდებარება, წინასწარ რომ ვერ განსაზღვრავ / განჭვრეტ;

  • რუსეთი არის არაპროგნოზირებადი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოსგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება;
  • მსოფლიოში არაპროგნოზირებადი მოვლენები ვითარდება;
  • მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი მაცოფებდა.

პოლიტიკური კორექტულობა

p'olit'ik'uri k'orekt'uloba

n.

political correctness

polit.

კორექტულობა, დელიკატურობა, ტოლერანტობა (მეტყველებისა, მოქმედებისა, პოლიტიკისა და მისთ. – განსაკ. რასობრივ, ეთნიკურ, გენდერულ, სოციალურ  და ა.შ. საკითხებში);

  • პოლიტიკური კორექტულობა ბერლინალეზე განსაკუთრებით თვალში საცემი ბოლო ათწლეულში გახდა;
  • საყოველთაოდ ცნობილია, რუსეთის აღვირახსნილი და გამომწვევი როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და მისი ინტერესების რეალიზაციის, ყოველგვარ პოლიტიკურ კორექტულობას მოკლებული საშუალებები;
  • რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ მსოფლიოში მრავალი რამ შეცვალა. ადამიანებმა დაივიწყეს პოლიტიკური კორექტულობა და რაღაცების სწორი სახელდება დაიწყეს;
  • სერბულ-ხორვატულს პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ – სერბულ და ხორვატულ ენებად.

გაშეარება (<გა>აშეარებს)

gasheareba

v.

to share (on social media sites, etc)

comp. colloq.

პოსტის, სურათის, ვიდეოს და მისთ. გაზიარება სოციალური ქსელის ამა თუ იმ  საიტზე; 

    • არანაირი აზრი არ აქვს, აქ ვიჯდე, სოციალურ ქსელებზე ახალ ამბებს ვაშეარებდეთ, ინფორმაცია მაგებინებდეს, რომ მეორე აფეთქება მოხდა ფუკუშიმას ატომურ სადგურზე და ვერაფერს ვაკეთებდე, არაფერი შემეძლოს და მხოლოდ მწუხარების განცდებით ვიყო შემოფარგლული;
    • ეს კადრი თავად დიზაინერმაც გააშეარა.

ხელშემკვრელი

khelshemk'vreli

adj.

contracting, entering into a (legal) contract, agreement or treaty

polit. form.

ხელშეკრულების ან შეთანხმების დამდები;

  • ბიუროს გენერალური ასამბლეა შედგება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნული დელეგატებისგან;
  • თითოეულ ხელშემკვრელ მთავრობას შეუძლია კონვენციის შესწორების პროექტის შეთავაზება;
  • ეს კონვენცია მოქმედებას წყვეტს, თუკი, დენონსაციების შედეგად, ხელშემკვრელ მთავრობათა რიცხვი მცირდება და შვიდზე ნაკლები ხდება;
  • „ევროკავშირის ხელშეკრულებისა“ და „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ ხელშემკვრელი მხარეები.

ყურსასმენი

q'ursasmeni

n.

earphones; headset

tech.

ყურში ჩასამაგრებელი ან თავზე ჩამოსაცმელი სასმენი მოწყობილობა (მობილური ტელეფონისა, კომპიუტერისა და მისთ.);

  • განაცხადის გასაკეთებლად ასევე დაგჭირდებათ, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი;
  • ეს ყურსასმენი ყურზე მაგრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სირბილისას, სწრაფად სიარულისას ან სულაც ველოსიპედით სეირნობისას არ გაგაწვალებთ;
  • ყურსასმენს აქვს USB-კაბელი და Bluetooth 4.0 მხარდაჭერა;
  • მისი მეორე ნახევარი კი ქალების საუბარს გაერიდება, ყურსასმენებს გაიკეთებს და ბურანში წასვლამდე მოუსმენს "პინკ ფლოიდს".

მოტივატორი

mot'ivat'ori

n.

motivator, motivational influence

ვინც, რაც მოტივაციას იძლევა, მოტივაციის მიმცემი, აღმძვრელი;

  • ჰარისონი მეუღლეს მთავარ მოტივატორსა და ყველაზე დიდ გულშემატკივარს უწოდებს;
  • ჩემი ძმა ჩემთვის მოტივატორია;
  • ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი არის პიროვნული ზრდისკენ მუდმივი სწრაფვა. 

ანიმე

anime

n.

anime

art.

იაპონური ანიმაციის სტილი;

  • კოლექცია შეიქმნა ექსკლუზიურად ანიმესა და იაპონური ქუჩის სტილის შთაგონებით;
  • ის 1975 წელს გადაღებული იაპონური ანიმე სერიალის – „გრენდაიზერის“ პერსონაჟია.

უვიზო

uvizo

adj.

visaless, requiring no visa

polit.

ვიზას რომ არ მოითხოვს, ვიზის გარეშე რომ შეიძლება განხორციელდეს (უპირატ. ითქმის მიმოსვლის, ქვეყანაში შესვლის და მისთ. შესახებ);

  • ამდენად, საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის, მობილურობის გაზრდისა და უვიზო რეჟიმის შემოღების, ასევე მთელ რიგ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით;
  • საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ჰგონია, რომ რადგან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ხვალიდან დაიწყება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ცოტა ხანში კი, ევროკავშირში მიგვიღებენ ...;
  • რაკი მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა, გადავწყვიტე უვიზო ქვეყანაში წავსულიყავით, სტამბული საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.

არასახელისუფლებო

arasakhelisuplebo

adj.

polit.

ხელისუფლებასთან კავშირის არმქონე, მისგან დამოუკიდებელი; ოპოზიციური (ამომრჩეველი, კანდიდატი);

  • არასახელისუფლებო მედიასთან საქმის დაჭერა ზედმეტი თავისტკივილი და გარდაუვალი პრობლემებია;
  • ფაქტს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო წრეებში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა;
  • არასახელისუფლებო ამომრჩეველთან მუშაობის შედეგები აღირიცხება და იგზავნება ცენტრალურ შტაბში.

გრანტიორი

grant'iori

n.

grantee

პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გრანტის მიღების შემდეგ ახორციელებს განსაზღვრულ საქმიანობას მოპოვებული გრანტის პირობების შესაბამისად;

  • საელჩოს გრანტიორი ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ საპატრიარქოსთან შეთანხმებასა და მისი მხარდაჭერის მოპოვებას;

  • სემინარს განათლების თემაზე მომუშავე 12 ჟურნალისტი, ფონდის გრანტიორი ორგანიზაციები, პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

ნაცი

natsi

n.

member or supporter of United National Movement political party

polit. depr.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ან მხარდამჭერი;

  • ამერიკა, ნაცების დაცვით, საკუთარ თავს იცავს და არა ყბადაღებულ დემოკრატიას;
  • ეს "ოცნებაც" ნაცებზე უარესად იქცევა, მიადგნენ საწყალ ხალხს და ლუკმა-პურს ართმევენ;
  • ზოგი კი ამბობს , რომ უგულავას დაპატიმრება თვითონ "ნაცების" ინტერესებში შედიოდა.

ანტიევროატლანტიკური

ant'ievroat'lant'ik'uri

adj.

anti-Euro Atlantic

polit.

დასავლური პოლიტიკური სტრუქტურებისა და ღირებულებების მიმართ, განსაკუთრებით ევროატლანტიკური (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ან წინააღმდეგობის გამომხატველი;

  • ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების გამოყენება: მოსახლეობაში ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური განწყობების გაღვივება, ღია შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, საგარეო კურსზე ზემოქმედების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება/პროპაგანდა.

მარგინალიზაციის მოხდენა (<მო>ახდენს), მარგინალიზება

marginalizeba

v.

marginalize

polit.
  1. საზოგადოებიდან გარიყვა (გარიყავს), უფლებების შეზღუდვა ( e.g. უმცირესობებისა) ;

    • ეთნიკური უმცირესობის მარგინალიზება;
    • ლგბტქ ჯგუფის მარგინალიზება;
    • რელიგიური ჯგუფის მარგინალიზება;
    • სოციალური ჯგუფის მარგინალიზება;
  2. დამცრობა (<და>ამცრობს), პოლიტიკური და იდეოლოგიური დისკრედიტაცია / დაკნინება; პოლიტიკური გავლენის შემცირება, პოლიტიკური სივრციდან გარიყვის მცდელობა;

    • ოპოზიციის მარგინალიზება;
    • პროდასავლური ძალების მარგინალიზება;
  3. იდეების ან ღირებულებების დაკნინების მცდელობა (ცდილობს);

    • მორალური ფასეულობების მარგინალიზება;
    • კონსერვატიული ან ლიბერალური იდეების მარგინალიზება.

გადატვირთვა (<გადა>ტვირთავს)

gadat'virtva

v.

reset

polit.

ორმხრივი ან მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების სტრატეგიული გადახედვა, განახლება, საგარეო პოლიტიკის ახალი ხედვით წარმოჩენა;

  • ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს;
  • 2013 წელს სირიის კრიზისის "მოგვარებაში" მოსკოვის როლის გაძლიერება ამ ამბიციის მკაფიო გამოვლინება იყო, რასაც ხელი ვაშინგტონის "გადატვირთვის პოლიტიკით" მიღებულმა არცთუ დადებითმა საერთაშორისო კონტექსტმა შეუწყო ხელი;

  • ბრიტანეთის პრემიერის თქმითვე, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ურთიერთობების გადატვირთვა მის მსგავსად სხვა ქვეყნების მეთაურებსაც უშედეგოდ უცდიათ.

ფრიგანიზმი

priganizmi

n.

freeganism

societ.

"ფრიგანების" მოძრაობა, შეხედულებები და მოქმედებები (რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია, რომელიც "კაპიტალისტურ" ეკონომიკაში მონაწილეობის შეზღუდვისა და რესურსების მოხმარების მინიმალიზების აუცილებლობას ქადაგებს) [იხ. აგრ. ფრიგანი].

  • ფრიგანიზმი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს. ის ანტიგლობალიზმსა და ეკოლოგიას უწევს პროპაგანდას;
  • ტრისტრამის გაცნობის შემდეგ კი უკვე მთლიანი სურათი დავინახე – აღმოვაჩინე, რომ ფრიგანიზმი იგივე გარემოზე ზრუნვაა;
  • მოძრაობის ორგანიზატორი ჯანეტ კალიში, რომელიც უკვე ორი ათეული წელია ფრიგანიზმის მიმდევარია, აცხადებს, რომ მოძრაობა თანდათან პოპულარული ხდება;
  • ფრიგანიზმი - მოძრაობა, რომლის წევრები ნაგვის ყუთებიდან იკვებებიან;
  • ფრიგანიზმის მიმდევრებს ფუნდამენტურად არ სურთ იყვნენ სამომხმარებლო საზოგადოებისა და თანამედროვე ეკონომიკის ნაწილი.

სპოილერი

sp'oileri

n.

spoiler

colloq.

ფილმის ან  წიგნის სიუჟეტის წინასწარ მოყოლა მისთვის, ვისაც იგი ჯერ არ უნახავს ან წაუკითხავს (რაც მოულოდნელობის ეფექტისა და ინტერესის განელებას იწვევს);

  • გაფრთხილება: ეს მიმოხილვა სპოილერებს შეიცავს.
  • რაღაც ხელოვნური და ზედაპირული იყო ეს სათაური, თუმცა აქაოდა სპოილერები არ შემომეკითხოს-თქო, დაგუგვლა არც მიცდია ...

ციზგენდერი

tsizgenderi

cisgender; not transgender

rar.