dropdown arrow

ჭარბწონიანი

ch'arbts'oniani

adj.

overweight, obese; plus size

health.

ჭარბი წონის მქონე, მეტისმეტად მსუქანი;

  • არ არის აუცილებელი, ბულიმიით დაავადებული მსუქანი ან ჭარბწონიანი იყოს;
  • მალე დაბერების ხელშემწყობი ფაქტორია სიმსუქნეც. ჭარბწონიანი მამაკაცები კარგავენ ტესტოსტერონს და იღებენ ესტროგენებს, რაც განაპირობებს ლიბიდოს დაქვეითებას და სხვა დისფუნქციებს;
  • სწორედ ამ მიზნით, ორი წლის წინ კონკურსი ჭარბწონიანი ქალებისთვის ჩატარდა.

აგროლიზინგი

agrolizingi

n.

agro-leasing, agricultural leasing

fin.

ფინანსური მომსახურება, რომლის დროსაც საფინანსო დაწესებულებები სალიზინგო მომსახურებას უწევენ ფერმერებს ან  ბიზნესს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დანადგარების, მოწყობილობებისა და ტექნიკის შესაძენად; 

  • შეღავათიანი აგროლიზინგი;
  • დანადგარების აგროლიზინგით შეძენა;
  • აგროლიზინგით დაფინანსება.

დონაცია

donatsia

n.

donation

  1. med. სისხლის, სხეულის ორგანოების და მისთ. გაცემა სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც წესი, უანგაროდ; 

    • ფეხბურთელი სისხლის დონაციაში აქტიურადაა ჩართული;
    • გვამური დონაციის დროს დონორად გამოყენებულია გარდაცვლილის ორგანო;
    • პლაზმის დონაცია ქართული კანონმდებლობით ორ კვირაში ერთხელაა დაშვებული;
  2. რაიმეს  გადაცემა მეორე მხარისათვის ქველმოქმედების, დახმარების და მისთ. მიზნით; 

    • „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში;
    • კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ეწევა მილიარდიან დონაციას შესაბამის სოციალურ პროექტებში;
    • ჩვენი იუთუბარხი დონაციების წყალობით არსებობს.

ცივილური

tsiviluri

adj.

civil

societ.
  1. ცივილიზებული; კულტურული;

    • მივესალმებით [...] გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ცივილურ ფორმას და ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით;
    • გაატარეთ დასვენების დღეები მხიარულად და ცივილურად. იმოგზაურეთ შორეულ წარსულში, დატკბით საქართველოს ბუნების თვალწარმტაცი ხედებით;
    • ეს პრობლემა არის [...] ყველა იმ რეპუბლიკის და ქვეყნის პრობლემა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ცივილური, ნორმალური ერების კავშირისკენ ისწრაფვოდნენ;
    • ამიტომ, თუ ალექსანდრე ანქვაბს ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი ენგურზე ვაჭრობას ცივილური ფორმები მისცეს, მან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს;
  2. rar. სამოქალაქო; მოქალაქეობრივი;

    • ცივილური საზოგადოება;
    •  (იგი), რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს "ცივილურსა" და "ცივილიზებულს";
    • ...  რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.

წრიული ეკონომიკა

ts'riuli ek'onomik'a

n.

circular economy, CE

econ.

წარმოებისა და მოხმარების მოდელი, რომელიც რესურსების განმეორებად და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებას ითვალისწინებს;

  • (ნიდერლანდელი მკვლევარი) ამტკიცებს, რომ ტრადიციული ეკონომიკა რომელიც სწორხაზოვან ეკონომიკას ეფუძნება, მალე წრიულ ეკონომიკაზე გადავა; 
  • წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები.
  • ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური აღდგენის პროცესს, წრიული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენებისა და დახარჯული რესურსების მინიმუმამდე შემცირება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის განახლებადი გამოყენების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ის თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწევს.

პროდასავლელი

p'rodasavleli

adj.

pro-Western (said of a politician, government official etc.)

polit.
  1. დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ, კულტურულ etc. ფასეულობებს რომ იზიარებს (ითქმის პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის, ამომრჩევლის and sim. შესახებ);

    • პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ორივე ორგანიზაციასთან მჭიდრო ინტეგრაციის კურსის ერთგულია მას შემდეგაც კი, როცა საქართველოს მთავრობიდან პროდასავლელი მინისტრების გათავისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია;
    • 20 ფუტის სიმაღლის ქანდაკება 30-ფუტიანი კვარცხლბეკიდან შუაღამით სამი წლის წინ ჩამოაგდეს ამ კავკასიურ რესპუბლიკაში, როგორც ტოტალიტარული ეპოქის ნარჩენი, რომელიც პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა;
    • სანდუ პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, ხოლო მისი ძირითადი მეტოქე – მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა;
  2. n. gram. mean. ადამიანი, ვინც დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ თუ კულტურულ ფასეულობებს იზიარებს;

    • "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ფილოსოფოსი და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ამის მაგალითია. ის ცალსახად პროდასავლელია;
    • შეუძლებელია პარლამენტის პროდასავლელის იმიჯის მქონე თავჯდომარე ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობდეს, "აბა, ჩვენ რა შეგვიძლია რუსეთთან გავხდეთ, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ; აი, ევროპას კი ნამდვილად უნდა ეშინოდეს პუტინის ამბიციებისო".

პოსტსაარჩევნო

p'ost'saarchevno

adj.

postelection, happening or existing after an election

polit.

არჩევნებისშემდგომი, არჩევნების შემდეგ მომხდარი ან არსებული;

  • სემინარის სამუშაო თემა აქტუალური საკითხი – პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა იყო;
  • პოლიტიკოსებს არ ახსოვთ არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში განმეორებითი კვლევები ჩატარებულიყოს.

დოქსოპულო

doksop'ulo

n.

servile subordinate, lackey

depr.
  1. გაუნათლებელი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხელქვეითი, რომელიც ზემდგომის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს ვინმეს დასჯის მიზნით;

    • დროდადრო ჩნდებიან ბერიებისა და არავიძეების პატარა აჩრდილები, ნეობოლშევიკი დოქსოპულოები, რომლებიც კარგად შენიღბულან საგანმანათლებლო სისტემასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში და ყოველთვის მზად არიან სამაგალითოდ დასაჯონ და ცოცხლად დამარხონ „პატრონის“ ურჩები და არამართული პიროვნებები! 
  2. სახელმწიფო მოხელე, რომელიც მორჩილად ასრულებს ავტორიტარული ხელისუფლების დავალებებს და ქვეყნისთვის ზიანის მომტან გადაწყვეტილებებს იღებს; 

    • არაფრისმაქნისი პარლამენტარი დოქსოპულოები იმალებიან და სიტყვასაც არ ამბობენ შექმნილ მდგომარეობაზე.

ოდეერი

odeeri

n.

"officer of the active reserve", an undercover government agent working in an organization

polit. colloq.

მთავრობის საიდუმლო აგენტი ორგანიზაციაში;

  • ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა;
  • სააკაშვილის დროს, "ოდეერების" მომზადება და მათი გაკონტროლება ევალებოდა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
  • სამშაბათს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ე.წ. "ოდეერებთან" დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა;
  • მესამე სექტორი მთავრობას ე.წ ოდეერების ინსტიტუტის გაუქმებას ურჩევს.

ჭარბწონიანობა

ch'arbts'onianoba

n.

excess weight, obesity

health.

ჭარბი წონის ქონა, მეტისმეტი სიმსუქნე;

  • საფრანგეთი, ისევე როგორც სხვა მდიდარი ქვეყნები, მოსახლეობის მასობრივი ჭარბწონიანობის პრობლემის წინაშე დგას;
  • გადაცემაში უკვე ისაუბრეს ჭარბწონიანობისა და ხერხემლის პრობლემების შესახებ;
  • გესტაციური დიაბეტის მქონე დედის შვილები ხშირად განიცდიან ჭარბწონიანობას და დაავადებულები არიან მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტით.

შოპინგი

shop'ingi

n.

shopping

colloq.

მაღაზიებში საყიდლებზე სიარული (უპირატ. გართობის მიზნით);

  • ზოგი შოპინგზე დადიოდა, ზოგი – მუზეუმებში, ერთი ჯგუფი გამუდმებით ეწეოდა, მეორეს კი უბრალოდ სასტუმროში ეძინა;
  • გისურვებთ სასიამოვნო ონლაინ შოპინგს WGS SHOPPING-თან ერთად;
  • აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: "ივენთი" "პართი", "პრეზენტაცია", "კუხნა", "შემწვარი კარტოშკა", "პადვალი," "სეილი", "შოპინგი", "დამესიჯება", "დაკლიკება", "დასეივება" და სხვ.

პროდასავლური

p'rodasavluri

adj.

pro-Western (said of policies, values, ideas etc.)

polit.

დასავლურ პოლიტიკურ, ეთიკურ, მორალურ, კულტურულ და ა.შ. ფასეულობებს რომ შეესატყვისება (ითქმის პოლიტიკის, შეხედულებების, იდეალების და მისთ. შესახებ);

  • ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას;
  • ამ ამოცანებისთვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილებად ევროკავშირში და, მოგვიანებით, ნატო-ში გაწევრიანება გახდა;
  • ე.წ. „სამართლიანობის აღდგენა“ ემსახურება საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის განადგურებას, ამ მოძრაობის მთლიან დისკრედიტაციას.

სუფრაჟიზმი

suprazhizmi

n.

suffragism

polit.

ისტ. სუფრაჟისტების მოძრაობა, ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებისათვის ბრძოლა (განსაკ. XX საუკუნის დასაწყისის ინგლისსა და აშშ-ში);

  • სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში;
  • მესმის, რომ ეს მუდმივად თვითდამამკვიდრებელი სუფრაჟიზმი თქვენი ბუნებრივი თვისება როდია, უბრალოდ, თქვენ გარკვეულ ესთეტიკურ ფორმულას მისდევთ, ისიც ხანგამოშვებით... 

ბაუნსერი

baunseri

n.

1. bouncer, doorman; 2. baby bouncer

colloq.
  1. ჩვილის ჩასაწვენი სარწეველა საწოლი ან სავარძელი ( als. baby bouncer, infant bouncer);

    • მულტიფუნქციური ბაუნსერი ახალბედა მშობლებისთვის ნამდვილი შვება იქნება;
    • სანამ თქვენ დაკავებული ხართ, მუსიკალური საქანელა-ბაუნსერი თქვენს შვილს დაარწევს და სასიამოვნო მელოდიებს მოასმენინებს;
    • (იყიდება) ეტლები, ბაუნსერები, ჭოჭინები, აბაზანები, მანეჟები და სხვა მრავალი. ბრენდ მაღაზიის მისამართია: ქავთარაძის 1 სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი";
  2. მთვრალების, დებოშიორების etc. გამძევებელი (ბარიდან, რესტორნიდან, დისკოთეკიდან);

    • გვესაჭიროება ბაუნსერი, სიმაღლე 1.90 სმ, ათლეტური აღნაგობის, სპორტული გამოცდილების. 19:00-02:00, 6/1-ზე გრაფიკით. 1500 ლ;
    • სასტუმროში გვესაჭიროება ბაუნსერი (უსაფრთხოება) 17:00-02:00 5 დღე/2 OFF, 1500 ლ. კვება; დაზღევა; ტრანსპორტირება.

სუფრაჟისტი

suprazhist'i

n.

suffragist, suffragette

polit.

ისტ. ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებისათვის მებრძოლი (განსაკ. XX საუკუნის დასაწყისის ინგლისსა და აშშ-ში); 

  • 1903 წელს ბრიტანეთში [...] ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წევრებსაც სუფრაჟისტები ეწოდებოდათ;
  • თანასწორობის ფემინისტური კონცეფცია სუფრაჟისტთა მოძრაობით იწყება და ვითარდება გენდერული თანასწორობის [...] მქონე პრინციპამდე და სახელმწიფოს სამოქმედო გეგმად ჩამოყალიბებამდე.

უდო

udo

n.

parole (early release of a prisoner)

law. not-recomm.

პირობით ვადამდე განთავისუფლება;

  • მისმა ძმამ რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მისი საქმის გადახედვისა და უდო- კომისიაზე გატანის დაპირება მიიღო;
  • იმ პატიმრებმა, რომლებსაც ეხებათ ე.წ. უდო, შიმშილობაზე უარი თქვეს, რადგან პატიმრების თქმით, მათ უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ უდოსთან მიმართებაში;
  • ... ბუნებრივია, ამ კატეგორიის პატიმარს არც უდო შეეხება და არც შეწყალება.

ენერგოსექტორი

energosekt'ori

n.

power sector

econ.

ეკონომიკის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ენერგიის გამომუშავებასთან, გარდაქმნასთან, გადაცემასა და გამოყენებასთან;

  • საქართველოს ენერგოსექტორის უსაფრთხოებისთვის მისი უწყება გამუდმებით მუშაობს;
  • გურიას დიდი პოტენციალი აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ასევე ენერგოსექტორის განვითარების თვალსაზრისით.

პოლიტსაბჭო

p'olit'sabch'o

n.

political council

polit. colloq.

პოლიტიკური საბჭო (უპირატ. პოლიტიკური პარტიისა);

  • ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დაწყებულია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების განხილვა;
  • "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა;
  • სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ცისგენდერი

tsisgenderi

n.

cisgender; not transgender

gend.

პირი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მის გენდერულ თვითიდენტიფიკაციას ემთხვევა; არატრანსგენდერი;

  • ამტკიცებენ, რომ არ ყოფილა ტრანსგენდერი პირის თავდასხმის შემთხვევები ცისგენდერ ადამიანზე საჯარო საპირფარეშოში;
  • ცისგენდერი: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირს, რომელსაც არ აქვს შეუთავსებლობა საკუთარ სქესთან;
  • სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სხეულის გამო ადამიანის შერცხვენა იწვევს დეპრესიულ სიმპტომებს, ხოლო ტრანსი ქალები და კაცები ცისგენდერი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო ხშირად ხდებიან ამგვარი მოპყრობის [body shame] მსხვერპლნი;
  • ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2010 წლის გენდერული თანასწორობის აქტი მოითხოვს ცისგენდერი და ტრანსგენდერი ქალების თანაბარ მოპყრობას.

ჟოშკა

zhoshk'a

n.

miser, niggard, skinflint

sl.

ძუნწი, წუწურაქი, კრიჟანგი;

  • რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფული იმაში დავხარჯო, რაც სარგებელს მოიტანს, მაგრამ " ჟოშკა " და "ჟმოტი" არ ვარ.
  • ფერგი ჟოშკა იყო და თან გენიოსი რადგან ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს ეპლ- იგებდა;
  • მეტი რაუნდა მოხდეს,რომ გაუშვან, ამათი ფულის ჟოშკა დედაც ვატირე რა!