ენერგოსექტორი
energosekt'ori
power sector
ეკონომიკის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ენერგიის გამომუშავებასთან, გარდაქმნასთან, გადაცემასა და გამოყენებასთან;
- საქართველოს ენერგოსექტორის უსაფრთხოებისთვის მისი უწყება გამუდმებით მუშაობს;
- გურიას დიდი პოტენციალი აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ასევე ენერგოსექტორის განვითარების თვალსაზრისით.
ენჯეოშნიკი
enjeoshnik'i
member of an NGO
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ამგვარ ორგანიზაციაში დასაქმებული პირი;
- ქალის უფლებებისთვის ბრძოლა მარტო უაზრო ყვირილი და „ენჯეოშნიკობა“ არ არის;
- სახალხო დამცველად „ენჯეოშნიკი“ კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს.