ნარკოდანაშაული
nark'odanashauli
narco-crime, drug-related criminal activity
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებასთან, გაყიდვასთან ან გადაზიდვასთან დაკავშირებული დანაშაული;
- საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების საკითხზე;
- სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აიყვანეს.
ნაცი
natsi
member or supporter of United National Movement political party
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ან მხარდამჭერი;
- ამერიკა, ნაცების დაცვით, საკუთარ თავს იცავს და არა ყბადაღებულ დემოკრატიას;
- ეს "ოცნებაც" ნაცებზე უარესად იქცევა, მიადგნენ საწყალ ხალხს და ლუკმა-პურს ართმევენ;
- ზოგი კი ამბობს , რომ უგულავას დაპატიმრება თვითონ "ნაცების" ინტერესებში შედიოდა.