dropdown arrow

მეინსტრიმული

meinst'rimuli

adj.

mainstream, prevalent

not-recomm.

საზოგადოების უდიდეს ნაწილში გავრცელებული აზრების, შეხედულებების, ღირებულებებისა და მისთ. გამომხატველი ან მქონე;

  • ტილდა სუინტონი ბლოკბასტერებისა და მეინსტრიმული კინოს ვარსკვლავია;
  • მეინსტრიმული მედია;
  • მეინსტრიმული მასკულინობა.

მარგინალიზაციის მოხდენა (<მო>ახდენს), მარგინალიზება

marginalizeba

v.

marginalize

polit.
  1. საზოგადოებიდან გარიყვა (გარიყავს), უფლებების შეზღუდვა ( e.g. უმცირესობებისა) ;

    • ეთნიკური უმცირესობის მარგინალიზება;
    • ლგბტქ ჯგუფის მარგინალიზება;
    • რელიგიური ჯგუფის მარგინალიზება;
    • სოციალური ჯგუფის მარგინალიზება;
  2. დამცრობა (<და>ამცრობს), პოლიტიკური და იდეოლოგიური დისკრედიტაცია / დაკნინება; პოლიტიკური გავლენის შემცირება, პოლიტიკური სივრციდან გარიყვის მცდელობა;

    • ოპოზიციის მარგინალიზება;
    • პროდასავლური ძალების მარგინალიზება;
  3. იდეების ან ღირებულებების დაკნინების მცდელობა (ცდილობს);

    • მორალური ფასეულობების მარგინალიზება;
    • კონსერვატიული ან ლიბერალური იდეების მარგინალიზება.

მოტივატორი

mot'ivat'ori

n.

motivator, motivational influence

ვინც, რაც მოტივაციას იძლევა, მოტივაციის მიმცემი, აღმძვრელი;

  • ჰარისონი მეუღლეს მთავარ მოტივატორსა და ყველაზე დიდ გულშემატკივარს უწოდებს;
  • ჩემი ძმა ჩემთვის მოტივატორია;
  • ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი არის პიროვნული ზრდისკენ მუდმივი სწრაფვა.