dropdown arrow

ანიმე

anime

n.

anime

art.

იაპონური ანიმაციის სტილი;

  • კოლექცია შეიქმნა ექსკლუზიურად ანიმესა და იაპონური ქუჩის სტილის შთაგონებით;
  • ის 1975 წელს გადაღებული იაპონური ანიმე სერიალის – „გრენდაიზერის“ პერსონაჟია.

არასანქცირებული

arasanktsirebuli

adj.

unsanctioned

law.

ოფიციალური სანქციის / ნებართვის არმქონე;

  • გუშინ ჩატარდა ოპოზიციური ძალების არასანქცირებული მიტინგი;
  • რამდენიმე პიროვნება დაკავებულ იქნა არასანქცირებული აქციის ორგანიზებისათვის;
  • სპეციალური ტექნოლოგიები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქციის დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან.

აპროქსიმაცია

ap'roksimatsia

n.

approximation

polit. not-recomm.

საკანონმდებლო აქტების, რეგულაციების, სახელმძღვანელო წესებისა და მისთ. დაახლოება ევროკავშირის შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებთან;

  • გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კიდევ ერთ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების აპროქსიმაცია;
  • არ არსებობს ევროპული ინტეგრაცია სამართლებრივი აპროქსიმაციის გარეშე;
  • შეთანხმების თანახმად უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის დინამიკური აპროქსიმაცია.

აგროლიზინგი

agrolizingi

n.

agro-leasing, agricultural leasing

fin.

ფინანსური მომსახურება, რომლის დროსაც საფინანსო დაწესებულებები სალიზინგო მომსახურებას უწევენ ფერმერებს ან  ბიზნესს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დანადგარების, მოწყობილობებისა და ტექნიკის შესაძენად; 

  • შეღავათიანი აგროლიზინგი;
  • დანადგარების აგროლიზინგით შეძენა;
  • აგროლიზინგით დაფინანსება.

არქიფო

arkipo

n.

tyrant, dictator

polit. depr.

პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საზოგადოებას უნერგავს მისადმი ბრმა თაყვანისცემას, არწმუნებს, რომ ის მათი მხსნელია და უქმნის ფუჭ მოლოდინებს, რის შედეგადაც კარგავს თვითკრიტიკას, რეალობის შეგრძნებას და იქცევა ძალაუფლებისადმი მიდრეკილ მმართველად.

  • გადაჯიშების გზას შევუდექით და ნელ-ნელა არქიფო სეთურის მონებს ემსგავსება ჩვენი 26 საუკუნოვანი ერი. 
  • იქ არქიფო უზით, რომელიც ამ სისტემას ზემოდან აზის და ყველა რგოლს აკონტროლებს.

არასახელისუფლებო

arasakhelisuplebo

adj.

polit.

ხელისუფლებასთან კავშირის არმქონე, მისგან დამოუკიდებელი; ოპოზიციური (ამომრჩეველი, კანდიდატი);

  • არასახელისუფლებო მედიასთან საქმის დაჭერა ზედმეტი თავისტკივილი და გარდაუვალი პრობლემებია;
  • ფაქტს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო წრეებში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა;
  • არასახელისუფლებო ამომრჩეველთან მუშაობის შედეგები აღირიცხება და იგზავნება ცენტრალურ შტაბში.

ანტიევროატლანტიკური

ant'ievroat'lant'ik'uri

adj.

anti-Euro Atlantic

polit.

დასავლური პოლიტიკური სტრუქტურებისა და ღირებულებების მიმართ, განსაკუთრებით ევროატლანტიკური (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ან წინააღმდეგობის გამომხატველი;

  • ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების გამოყენება: მოსახლეობაში ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური განწყობების გაღვივება, ღია შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, საგარეო კურსზე ზემოქმედების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება/პროპაგანდა.

არაევროკავშირელი

araevrok'avshireli

n.

non-EU

sport.

ევროპულ საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე სპორტსმენი, რომელსაც არ აქვს ევროკავშირის მოქალაქეობა (ტერმინი გამოიყენება კლუბებში მოთამაშეთა მოქალაქეობის მიხედვით კვოტირების კონტექსტში);

  • რეალმა არაევროკავშირელი ფეხბურთელებისთვის ადგილები გამოათავისუფლა;
  • სერია A-ს გუნდებს ჩემპიონატის განაცხადში მაქსიმუმ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ.

ამბასადორიალი

ambasadoriali

n.

conference/forum of ambassadors

polit.

დიპლომატიური შეხვედრა ან ფორუმი, რომელიც უცხოეთში ან ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება. მიზნად ისახავს პოლიტიკურ, დიპლომატიურ ან საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას;

  • ამბასადორიალის გახსნაზე მიწვეულია ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი;
  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრ, გელა დუმბაძესა და ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი კოპლატაძეს შორის.

ანტიპუტინისტი

ant'ip'ut'inist'i

n.

Putin critic/opponent

პირი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ კურსს, ავტორიტარულ მმართველობასა და რუსულ იმპერიალისტურ იდეოლოგიას;

  • დღეს უკრაინელთა უმრავლესობა ანტიპუტინისტია და სწორედ მასში ხედავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპირველეს მტერს;

  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავარი ანტიპუტინისტი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს ჩაიში ჩაყრილი მორიგი "პოლონიუმით".

არგაღიზიანება

argaghizianeba

n.

non-irritation / non-provocation policy (towards Russia)

polit.

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთისადმი გატარებული პოლიტიკის არაოფიციალური სახელწოდება, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას ან უმოქმედობას, რომელიც რუსეთის მხრიდან მკაცრად უარყოფით შეფასებას და მის „გაღიზიანებას“ არ გამოიწვევს.

  • დღეს სწორედ რუსეთის არგაღიზიანებით არის გამოწვეული ასეთი მოქმედებები;
  • არგაღიზიანების საფარქვეშ თავდაცვის ხარჯების შემცირება საქართველოს მოწყვლადობას ზრდის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ;
  • არგაღიზიანებისა და მდუმარე სირაქლემის პოზაში ყოფნას კარგი შედეგი არ მოაქვს.

ალუმნი

alumni

n.

alumnus

educ. colloq.
  1. სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებული;

    • კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ალუმნი;
    • ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ალუმნები ქუთაისის მაჟორიტარს მიმართავენ;
  2. პროექტის, კონკურსის etc. ყოფილი მონაწილე;

    • აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის);
    • საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსებში დაფინანსებულ მეცნიერთა („ალუმნები“) ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებას.

არაპროვოცირებული

arap'rovotsirebuli

adj.

unprovoked

polit.

პროვოცირებას / გამოწვევას რომ არ მოჰყოლია, უმიზეზო, აბსურდული საბაბით დაწყებული;

  • რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ;
  • პოლიციამ არაპროვოცირებული ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.

აფილირება

apilireba

n.

to affiliate

მჭიდროდ დაკავშირებული კონკრეტულ პირთან, ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, კომპანიასთან ან სხვა ერთეულთან.

  • კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.
  • გამოცემა მკაცრად იცავს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია რომელიმე პარტიასთან აფილირება.

ანტივაქსერი

antɪvakseri

n.

anti-vaxxer

med.

ვაქცინაციის აქტიური მოწინააღმდეგე;

  • საქართველოში ანტივაქსერების ძირითადი ნაწილი პრორუსული განწყობის ადამიანები არიან;
  • ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამარცხებელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში.

აფილირებული

apilirebuli

adj.

affiliated

ამა თუ იმ პირთან, ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, კომპანიასთან და მისთ. დაკავშირებული, შეერთებული.

  • ჯილდოს მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.
  • მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ სამართლის უზურპირება ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოქალაქის ბედს უკვე არა კანონი, არამედ პოლიტიკურად აფილირებული ჩინოვნიკი წყვეტს. 

ანტისაიმიგრაციო

ant'isaimigratsio

adj.

anti-immigration

polit.

მიმართული მიგრანტთა ჩამოსვლისა და ქვეყანაში დარჩენის საწინააღმდეგოდ. ხშირად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მიგრანტების მიმართ.

  • ივლისში ქართულ ულტრამემარჯვე დისკურსში თვალშისაცემი იყო ანტისაიმიგრაციო კამპანიის წარმოება, რომელიც ხასიათდებოდა ეთნონაციონალიზმით, რაც მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო პრორუსული ნარატივების გავრცელებასთანაც;

  • მართალია ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას ტურიზმის ნაკადის შემცირება მოყვა, მაგრამ ზოგადი ტენდენცია მაინც მზარდია;

  • დელაკური არ შეჩერდება სანამ არ მიიღებს ანტისაიმიგრაციო კანონებს. 

არასაპარლამენტო

arasap'arlament'o

adj.

extra-parliamentary

polit.

პარლამენტის / საკანონმდებლო ორგანოს არაწევრი;

  • არასაპარლამენტო ოპოზიცია;
  • არასაპარლამენტო პარტია.

ანტირუსული

ant'irusuli

adj.

anti-Russian

polit.
  1. მიმართული რუსეთის სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური კურსის, საგარეო პოლიტიკის ან საერთაშორისო გავლენის წინააღმდეგ;

    • როგორც ჩვენს პროგნოზში იქნა აღნიშნული, რუსეთს აქვს რეალური შანსი, უკრაინაში მომხდარი ანტირუსული გადატრიალებიდან სარგებელი მოიპოვოს;
    • 2023 წლის მარტის დასაწყისში, თბილისში გამართულმა მრავალათასიანმა ანტირუსულმა აქციებმა აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია;
    • ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო წლების გართულებულმა ურთიერთობამ, ანტირუსულმა სანქციებმა აიძულეს რუსეთი საღი თვალით შეეხედა მისი მეზობლებისთვის, მეტადრე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დადებითად არიან გამწყობილი მის მიმართ.
  2. გამოხატავს რუსეთის მიმართ ნეგატიურ, კრიტიკულ ან წინააღმდეგობრივ განწყობას, რაც ვლინდება პოლიტიკურ რიტორიკაში, საინფორმაციო კამპანიებში ან საზოგადოებრივ აქტივიზმში. 

    • ნაცვლად ამ ვირტუალური ოცნებისა, უმჯობესი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, რაც წინ აღგვიდგებოდა ანტირუსული ისტერიის წარმოებაში;

    • დასაწყისიდანვე " მაიდანს " აშკარად ანტირუსული ხასიათი ჰქონდა, ხოლო მის ბირთვს წარმოადგენდნენ უკრაინის დასავლეთ პროვინციების მცხოვრებლები , ძირითადად , არამართლმადიდებლები.

აფილაცია

apilatsia

n.

affiliation

კავშირი ან ურთიერთობა კონკრეტულ პირთან, ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, კომპანიასთან და სხვა.

  • განცხადებაში "ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორს "ნაციონალური მოძრაობასთან" აფილაციაშიც ადანაშაულებს.
  • სანქციების საფრთხის გათვალისწინებით, კონგრესის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ ყოველწლიურ კონგრესთან აფილაცია თავიდან აირიდა.
  • კანდიდატის ინსტიტუციურ აფილაციად დასახელებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.