ანიმე
anime
anime
- კოლექცია შეიქმნა ექსკლუზიურად ანიმესა და იაპონური ქუჩის სტილის შთაგონებით;
- ის 1975 წელს გადაღებული იაპონური ანიმე სერიალის – „გრენდაიზერის“ პერსონაჟია.
არასანქცირებული
arasanktsirebuli
unsanctioned
- გუშინ ჩატარდა ოპოზიციური ძალების არასანქცირებული მიტინგი;
- რამდენიმე პიროვნება დაკავებულ იქნა არასანქცირებული აქციის ორგანიზებისათვის;
- სპეციალური ტექნოლოგიები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქციის დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან.
აპროქსიმაცია
ap'roksimatsia
approximation
- გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კიდევ ერთ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების აპროქსიმაცია;
- არ არსებობს ევროპული ინტეგრაცია სამართლებრივი აპროქსიმაციის გარეშე;
- შეთანხმების თანახმად უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის დინამიკური აპროქსიმაცია.
აგროლიზინგი
agrolizingi
agro-leasing, agricultural leasing
- შეღავათიანი აგროლიზინგი;
- დანადგარების აგროლიზინგით შეძენა;
- აგროლიზინგით დაფინანსება.
არქიფო
arkipo
tyrant, dictator
- გადაჯიშების გზას შევუდექით და ნელ-ნელა არქიფო სეთურის მონებს ემსგავსება ჩვენი 26 საუკუნოვანი ერი.
- იქ არქიფო უზით, რომელიც ამ სისტემას ზემოდან აზის და ყველა რგოლს აკონტროლებს.
არასახელისუფლებო
arasakhelisuplebo
- არასახელისუფლებო მედიასთან საქმის დაჭერა ზედმეტი თავისტკივილი და გარდაუვალი პრობლემებია;
- ფაქტს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო წრეებში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა;
- არასახელისუფლებო ამომრჩეველთან მუშაობის შედეგები აღირიცხება და იგზავნება ცენტრალურ შტაბში.
ანტიევროატლანტიკური
ant'ievroat'lant'ik'uri
anti-Euro Atlantic
- ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების გამოყენება: მოსახლეობაში ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური განწყობების გაღვივება, ღია შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, საგარეო კურსზე ზემოქმედების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება/პროპაგანდა.
არაევროკავშირელი
araevrok'avshireli
non-EU
- რეალმა არაევროკავშირელი ფეხბურთელებისთვის ადგილები გამოათავისუფლა;
- სერია A-ს გუნდებს ჩემპიონატის განაცხადში მაქსიმუმ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ.
ამბასადორიალი
ambasadoriali
conference/forum of ambassadors
- ამბასადორიალის გახსნაზე მიწვეულია ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი;
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრ, გელა დუმბაძესა და ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი კოპლატაძეს შორის.
ანტიპუტინისტი
ant'ip'ut'inist'i
Putin critic/opponent
- დღეს უკრაინელთა უმრავლესობა ანტიპუტინისტია და სწორედ მასში ხედავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპირველეს მტერს;
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავარი ანტიპუტინისტი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს ჩაიში ჩაყრილი მორიგი "პოლონიუმით".
არგაღიზიანება
argaghizianeba
non-irritation / non-provocation policy (towards Russia)
- დღეს სწორედ რუსეთის არგაღიზიანებით არის გამოწვეული ასეთი მოქმედებები;
- არგაღიზიანების საფარქვეშ თავდაცვის ხარჯების შემცირება საქართველოს მოწყვლადობას ზრდის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ;
- არგაღიზიანებისა და მდუმარე სირაქლემის პოზაში ყოფნას კარგი შედეგი არ მოაქვს.
ალუმნი
alumni
alumnus
-
სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებული;
- კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ალუმნი;
- ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ალუმნები ქუთაისის მაჟორიტარს მიმართავენ;
-
პროექტის, კონკურსის და ა.შ. ყოფილი მონაწილე;
- აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის);
- საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსებში დაფინანსებულ მეცნიერთა („ალუმნები“) ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებას.
არაპროვოცირებული
arap'rovotsirebuli
unprovoked
- რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ;
- პოლიციამ არაპროვოცირებული ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.
აფილირება
apilireba
to affiliate
- კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.
- გამოცემა მკაცრად იცავს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია რომელიმე პარტიასთან აფილირება.
ანტივაქსერი
antɪvakseri
anti-vaxxer
- საქართველოში ანტივაქსერების ძირითადი ნაწილი პრორუსული განწყობის ადამიანები არიან;
- ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამარცხებელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში.
აფილირებული
apilirebuli
affiliated
- ჯილდოს მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.
- მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ სამართლის უზურპირება ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოქალაქის ბედს უკვე არა კანონი, არამედ პოლიტიკურად აფილირებული ჩინოვნიკი წყვეტს.
ანტისაიმიგრაციო
ant'isaimigratsio
anti-immigration
- ივლისში ქართულ ულტრამემარჯვე დისკურსში თვალშისაცემი იყო ანტისაიმიგრაციო კამპანიის წარმოება, რომელიც ხასიათდებოდა ეთნონაციონალიზმით, რაც მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო პრორუსული ნარატივების გავრცელებასთანაც;
- მართალია ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას ტურიზმის ნაკადის შემცირება მოყვა, მაგრამ ზოგადი ტენდენცია მაინც მზარდია;
- დელაკური არ შეჩერდება სანამ არ მიიღებს ანტისაიმიგრაციო კანონებს.
არასაპარლამენტო
arasap'arlament'o
extra-parliamentary
- არასაპარლამენტო ოპოზიცია;
- არასაპარლამენტო პარტია.
ანტირუსული
ant'irusuli
anti-Russian
-
მიმართული რუსეთის სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური კურსის, საგარეო პოლიტიკის ან საერთაშორისო გავლენის წინააღმდეგ;
- როგორც ჩვენს პროგნოზში იქნა აღნიშნული, რუსეთს აქვს რეალური შანსი, უკრაინაში მომხდარი ანტირუსული გადატრიალებიდან სარგებელი მოიპოვოს;
- 2023 წლის მარტის დასაწყისში, თბილისში გამართულმა მრავალათასიანმა ანტირუსულმა აქციებმა აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია;
- ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო წლების გართულებულმა ურთიერთობამ, ანტირუსულმა სანქციებმა აიძულეს რუსეთი საღი თვალით შეეხედა მისი მეზობლებისთვის, მეტადრე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დადებითად არიან გამწყობილი მის მიმართ.
-
გამოხატავს რუსეთის მიმართ ნეგატიურ, კრიტიკულ ან წინააღმდეგობრივ განწყობას, რაც ვლინდება პოლიტიკურ რიტორიკაში, საინფორმაციო კამპანიებში ან საზოგადოებრივ აქტივიზმში.
- ნაცვლად ამ ვირტუალური ოცნებისა, უმჯობესი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, რაც წინ აღგვიდგებოდა ანტირუსული ისტერიის წარმოებაში;
- დასაწყისიდანვე " მაიდანს " აშკარად ანტირუსული ხასიათი ჰქონდა, ხოლო მის ბირთვს წარმოადგენდნენ უკრაინის დასავლეთ პროვინციების მცხოვრებლები , ძირითადად , არამართლმადიდებლები.
აფილაცია
apilatsia
affiliation
- განცხადებაში "ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორს "ნაციონალური მოძრაობასთან" აფილაციაშიც ადანაშაულებს.
- სანქციების საფრთხის გათვალისწინებით, კონგრესის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ ყოველწლიურ კონგრესთან აფილაცია თავიდან აირიდა.
- კანდიდატის ინსტიტუციურ აფილაციად დასახელებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.