dropdown arrow

ჟურნალიუგა

zhurnaliuga

არსებ.

underhanded or dishonest journalist

საზოგ. კიცხვ.

არაკეთილსინდისიერი ან უპრინციპო ჟურნალისტი;

  • ეს ჟურნალიუგა ლატენტური მიშისტია. რომ კითხო ობიექტურია;
  • ქოც სააგენტოს ჟურნალიუგა მირეკავს და სარკაზმით მეკითხება: კიდევ ვინ გინახავთ სკამზე ასული , თქვენი მიშას სადღეგრძელებლადო და უკლებლივ ყველა გაქოცებული, “დაბრაკული” ნაციონალი , გარდა ვასიკო ჩიგოგიძისა და ისიც იმიტომ, რომ უბრალოდ, სკამი არ იძებნებოდა არც ერთ რესტორანში, რომელიც ჩიგოგიძის სახალადეცე კისერსა და სამუჟუჟე წვივებს გაუძლებდამეთქი და გამითიშა;
  • ქაჯაიაა პროვოკაციებზე დაგეშილი "ჟურნალიუგა" და არა ჟურნალისტი;
  • და კიდევ, თემის სათაურში მე მგონი "ქართველი ჟურნალიუგა" მიწერია და არა პირველის და არა სხვა რომელიმე ტელეარხის.

ჟოშკა

zhoshk'a

არსებ.

miser, niggard, skinflint

სლ.

ძუნწი, წუწურაქი, კრიჟანგი;

  • რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფული იმაში დავხარჯო, რაც სარგებელს მოიტანს, მაგრამ " ჟოშკა " და "ჟმოტი" არ ვარ.
  • ფერგი ჟოშკა იყო და თან გენიოსი რადგან ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს ეპლ- იგებდა;
  • მეტი რაუნდა მოხდეს,რომ გაუშვან, ამათი ფულის ჟოშკა დედაც ვატირე რა!

ჟევი

zhevi

არსებ.

guy, lad, fellow

სლ.

ყმაწვილი, კაცი, „ტიპი“ (უპირატ. დადებით კონტექსტებში);

  • ბიძო გემახსოვრება შენ, ჟევი იყო მთაწმინდაზე, ერთხელ ძაღლებმა აბლავა მოუწყვეს ჩელუსკინელებზე, გააძრო ტყუპი რკინა და დააყარა. კენჭები რომ გამოელია, ადგა და ხიდიდან მტკვარში გაჭიმა;
  • წარმოიდგინე  ნაწვალები, ლაგერებში ნათრევი მაგარი ჟევი ქურდი და ნუ ადამიანია ეგეც, რაღაც ზაპრეტი  დაარღვია, ცოტა გადაცდა რა  და ამ დროს ვიღაც აპელსინი მასაში გამოდის და პრეტენზიას უყენებს;
  • ჟევი ძმები იყვნენ და მერე რა ჟევი, ერთი საათი არ უცხოვრიათ უერთმანეთოდ, კი ერთი ნადირობდა, ფუტკარს უვლიდა,მეორე ცოლიკაურს და ალადასტურსც აყენებდა მეფურს.

ჟალო

zhalo

არსებ.

(handmade) tattoo needle

სლ.

ტატუს გასაკეთებელი ნემსი ან სხვა წვეტიანი საგანი (განსაკ. კუსტარულად დამზადებული).

ჟევსკი

zhevsk'i

ზედს.

good, nice, "regular"

სლ.

კარგი, შესანიშნავი; "მაგარი", "კაცური"; 

  • ერთი ჟევსკი ცოლ-ქმარი მუშაობდა ვაგზალთან.

ჟანგბადდამოკიდებული

zhangbaddamok'idebuli

ზედს.

oxygen-dependent,needing supplemental oxygen to breathe normally

მედ.

ნორმალურად სუნთქვისთვის ჟანგბადის მიწოდება რომ სჭირდება (ითქმის პაციენტის შესახებ);

  • ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონია აქვს, არის ჟანგბადდამოკიდებული;
  • ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატზე 23 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი გვყავს;
  • აღნიშნული პაციენტი ასაკოვანია და გარდა კოვიდინფექციისა, აქვს სხვა თანმდევი დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დაავადება, მძიმე ინტესიური პნევმონია და ამასთან არის ჟანგბადდამოკიდებული;
  • დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული – რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.