ივენთი
iventi
event
-
გასართობი ღონისძიება, წვეულება ( აგრ. რაიმეს აღნიშვნასთან დაკავშირებული);
- ამ კვირაში არცთუ ისე ბევრი ივენთი იყო;
- კიდევ, არის ღამის კლუბები, სადაც ხანდახან ძალიან კარგი ივენთი იმართება;
-
სანახაობრივი წარმოდგენა, ჩვენება, ჩვეულ. მაღალ მოდასთან დაკავშირებული;
- მილანმა და პარიზმა ასზე მეტ ივენთს უმასპინძლა;
- საქართველოში ხშირად არ გვაქვს მოდის ივენთები ან რაიმე ჩვენებები.